პროექტის მოკლე აღწერა

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ პროექტის ფარგლებში 2022 წელს RIM-3-21-033 შეძენილ იქნა ალური ფოტომეტრი PFP7 დამიწისქვეშაწყლის დეტექტორი RIVER G3, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის და გეოეკოლოგიის განყოფილებების სამეცნიერო საბიუჯეტო ქვეპროექტების სამუშაოების შესრულებისას.

ალურმა ფოტომეტრმა PFP7 სხვა ხელსაწყოებთან ერთად საშუალება მოგვცა ქვემო სავანეთის (ლენტეხის რაიონი) მინერალური წყლებისათვის და მდ. ლუხუნის და ყვირილას წყლების სრული ანალიზის ჩატარების. Na-ის და K-ის შემცველობის ცალ-ცალკე განსაზღვრამ შესაძლებლობა მოგვცა დაგვედგინა მინერალური წყლების ტიპები და, რაც მთავარია, Na-ის განსაზღვრით დავადგინეთ მინერალურ წყლებში სოდის ზუსტი შემცველობა, რაც ასე აუცილებელია მინერალური წყლებისათვის.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ზ.კაკულია
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
RIM-3-21-033

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2021 – 01/01/2022
ბიუჯეტი
70000 ლარი

კვლევის ანოტაცია

შეძენილ ხელსაწყოებს მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ მიწისქვეშა წყლების (მტკნარი, მინერალური, თერმული) ძიების და კვლევების დროს.

კვლევის შედეგი

მიწისქვეშა წყლის დეტექტორმა RIVER G3 საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა მიწისქვეშა წყლების მარილიანობა, წყალშემცველი და წყალგაუმტარი ქანების სივრცობრივი განლაგება და რაც მთავარია – საძიებო ბურღვითი სამუშაოების ჩატარების გარეშე განვსაზღვრეთ მიწისქვეშა წყლების განლაგების სიღრმე ( 1500 მ-მდე), რაც მნიშვნელოვნად აიაფებს ჰიდროგეოლოგიურ საძიებო სამუშოებს. ქვემო სვანეთში 2022 წელს საველე სამუშაოების პირობებში ჩვენს მიერ შერჩეულ იქნა სამი მინერალური წყარო (გამოსავალი). პირველი მდებარეობს რაიონულ ცენტრ ლენტეხის ტერიტორიაზე, მეორე გამოსავალი (წყარო) ულამაზეს კურორტ მუაშში, ხოლო მესამე სოფელ სასაშის მდებარე ფერდობძე. ამ წერტილებში მიწისქვეშა წყლების დეტექტორის გამოყენებით დადგენილ იქნა მინერალური წყლის განლაგების სიღრმეები.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?