პროექტის მოკლე აღწერა

ღვარცოფსარეგულაციო ნაგებობების ფუნქცია კომპლექსური სახისაა, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკოლოგიური წონასწორობა, ლანდშაფტური ინფრასტრუქტურა, დასახლებული პუნქტების უსაფრთხოება და სხვა. ტერიტორიულად ისეთი მცირე, მთაგორიანი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, ეკონომიკის თვალსაზრისით საციცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია ღვარცოფთარისკებისაგან დამცავი ნაგებობების მდგრადობას და საიმედოობას. ექსპლუატაციის უახლესი ისტორიის რანჟირებით მათი უმრავლესობა მოძველებულია ან თითქმის არარსებობს, რის გამოც დაბალია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ეფექტურობის დონე. სტატისტიკიდან გამომდინარე დაფიქსირებულია ეკოლოგიური წონასწორობის რღვევის უამრავი შემთხვევა, რასაც არახელსაყრელი ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები მოაქვს დასახლებულ პუნქტებზე. გამომდინარე აქედან, ღვარცოფთარეგულირების და სადინარებში სარეგულაციო ღონისძიებების განთავსების და საპროექტო პარამეტრების დაზუსტების მიზნით მოცემულია ნაკადის ჰიდრავლიკური პარამეტრების ცვლილების კანონზომიერებების დაზუსტება; ღვარცოფთა ურთიერთგანსხვავებულობის და ნაგებობებზე ზემოქმედების შესაძლებლობების აღწერისა და ზემოქმედების კანონზომიერებების შეფასების პოლინომების მიღების მიზნით ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდოლოგია; სადაწნეოდა უდაწნეო ნაგებობებით რეგულირების შემთხვევაში ბმულ ღვარცოფთა ჰიდრავლიკური ამოცანები და გაანგარიშების მეთოდიკის შერჩევა; ღვარცოფთა მოძრაობის რეჟიმების დაურღვევლად და ხერგილების წარმოქმნის გარეშე უსაფრთხო ტრანზიტის მიზნით ენერგეტიკული მახასიათებლების პროგნოზი; ნაგებობათა დაღვარცოფული ნაკადების პარამეტრების შერწყმის საფუძველზე შემხვედრ წინააღმდეგობებზე გადადინების კრიტერიუმები; ღვარცოფთა ანომალურობის გათვალისწინებით ბრძოლის მეთოდების ინოვაციური სტრატეგიის დაკონსტრუქციების დამუშავება; ნაგებობებზე ღვარცოფთა ზემოქმედების გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფა; ნაგებობათა ლაბორატორიაში მოდელირება და საავტორო უფლების მქონე ნაგებობების საპროექტო პარამეტრების გამოყვანა.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
პროფ. ედუარდ კუხალაშვილი
ფაკულტეტი
სამშენებლო ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
AR-18-1244

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/01/2018 – 01/01/2023
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?