ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
პროექტის მიზანია საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების გამოკვლევა. შედგება საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზა, ჩატარდება მათი სტატისტიკური ანალიზი. თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის შეიქმნება ზვავსაშიშროების სქემატური რუკა. დადგინდება ზვავების ძირითადი არეალები, ხანგრძლიობა და გამოვლინდება ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები. შეფასდება საკვლევ მონაკვეთებზე ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციები. მოხდება ზვავწარმოქმნის მოსალოდნელი რისკების შერბილების რეკომენდაციების განსაზღვრა.კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ზვავების ნეგატიური ზემოქმედების შერბილებისათვის. ზვავების ჩამოსვლის მრავალწლიური ცვლილების ტენდენციების ცოდნა კი საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ მოსალოდნელი სტიქიური უბედურების სიმძიმე.მიღებული შედეგების, რუკების და მონაცემთა ბაზის გამოყენება მოხდება სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცესში პროექტის შედეგების გამოყენება პროექტის შედეგების გავრცელების გეგმის ნაწილს წარმოადგენს.