პროექტის მოკლე აღწერა

„5G ტექნოლოგიებში გამოყენებული მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების გამოკვლევა ზოგიერთ ბიოლოგიურ სახეობაზე“ (2023 –2026წწ., ხელმძღვანელი ვერიკო ჯელაძე)

5G წარმოადგენს უკაბელო ტექნოლოგიის მეხუთე თაობას. მეხუთე თაობა მიზნად ისახავს მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაზრდას, 5G ქსელები იმუშავებს რამდენიმე განსხვავებული სიხშირის დიაპაზონში. ამ სიხშირეებიდან რამდენიმე (ძირითადად 1 გჰც-ზე დაბალი, UHF) რეალურად ან ამჟამადაც გამოიყენება მობილური კომუნიკაციების წინა თაობებისთვის. ახალი სიხშირული ინტერვალები ბევრადაღემატება UHF დიაპაზონს, მათი ტალღის სიგრძე სანტიმეტრების რიგისაა (3-30 გჰც) და გადადიან მილიმეტრულ დიაპაზონამდეც (30-300 გჰც; MMW). 5G-ში გამოყენებული ტალღის სიგრძე ახლოს იქნება მცირე ზომის ბიოლოგიური ობიექტების, განსაკუთრებით მწერებისა და პატარა ფრინველების სხეულის ზომებთან. აბ ბიოობიექტებში მოსალოდნელია EMF ენერგიის მაღალი შთანთქმა და სხეულის ქსოვილების ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, რამამც შესაბამისად შეიძლება გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება, შესაძლოა ზოგიერთის მათაგანის გადაშენებაც. მომავალში გამოყენებული მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველის (EMF) ზემოქმედების კვლევას მწერებსა და პატარა ფრინველებზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 5G ქსელის კომპონენტების ძალიან დიდი რაოდენობა გაზრდის EMF-ის მთლიან ექსპოზიციას გარემოში.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ვერა ჯელაძე
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-22-2771

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
240 000 ლარი

კვლევის ანოტაცია

მოცემული პროექტის ფარგლებში ვაპირებთ კომპიუტერული მოდელირების საშუალებით შევისწავლოთ სხვადასხვა სიხშირის 5G EMF-ების გავლენა ზემოაღნიშნულ ბიოობიექტებზე. ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით შერჩეული მწერების და ფრინველების უფრო დეტალურ 3D დისკრეტულ მოდელებს FDTD მოდელირებისთვის და შევაფასებთ მთელი სხეულში სპეციფიკური შთანთქმის სიჩქარეს (SAR) და ტემპერატურის მატებას. ვინაიდან მწერების და პატარა ფრინველების სხეულის ზომები ახლოსაა 5G EMF-ების ტალღის სიგრძესთან, ამიტომ ეს EMF ადვილად შეაღწევს მათ ტვინში. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ექსპერიმენტულად გამოვიკვლიოთ აღნიშნული EMF-ების გავლენა ცალკეულ ნეირონებზე. შედეგები საშუალებას მოგვცემს ვიწინასწარმეტყველოთ ამ EMF-ების გავლენა მწერების ქცევაზე.შემოთავაზებული პროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო ექსპოზიციის დონის და 5G EMF-ების სიხშირის ჰარმონიზაციას.

მიღებული შედეგების საფუძველზე დადგინდება EMF-ების უფრო უსაფრთხო სიხშირეები და დოზები მწერებისა და პატარა ფრინველებისთვის.პრაქტიკული ღირებულება: შემუშავდება რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რომელი EMF სიხშირეები უნდა იყოს გამოყენებული 5G-ში.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?