ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნაზიბროლა ბეგლარაშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-22-2882

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
04/01/2023 – 04/01/2026
ბიუჯეტი
208 390 ლარი

კვლევის შედეგი

  • საქართველოში საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების კომპლექსური გამოკვლევა, მათი სტატისტიკური ანალიზი, გარემოზე გავლენის ინტეგრალური შეფასება.
  • შემუშავებული ინტენსივობის სკალის გამოყენებით, პირველად მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების (თავსხმა ნალექები, გვალვა, წაყინვა, ძლიერი ქარი, სეტყვა, ნისლი) ინტენსივობის შესაფასება. თითოეული საშიში მეტეოროლოგიური მოვლენის ინტენსივობის სკალის შემუშავება;
  • 2023 წლამდე მონაცემთა გამოყენებით შეფასდება სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ისეთი კლიმატური მახასიათებლები, როგორებიცაა დღეთა რიცხვი, არეალები, ხანგრძლივობა, ალბათობები და განმეორადობები;
  • შეიქმნება გეოინფორმაციულ რუკათა სერიები – საკვლევი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების ინტენსივობის, საშუალო და უდიდეს დღეთა რიცხვის, არეალების;
  • რუკების ანალიზის შედეგად გამოვლინდება აღნიშნული სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების კლიმატური მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებები, დადგინდება მათი რელიეფის მორფომეტრიულ მახასიათებლებზე დამოკიდებულებები
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?