ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
ღვინის ხარისხის ძირითადი განმსაზღვრელია წიპწასა და კანში არსებული ფენოლური ნაერთები. ამასთან, წიპწის ფენოლები ღვინოს სძენს სიუხეშეს. რაცშეეხება კანში არსებულ ფენოლური ნაერთებს ისინი განაპირობებენ ღვინის ხავერდოვნებასა და სირბილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს სველი დურდოდან წიპწის მოშორებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის მეშვეობით შეძენილ იქნა სველი დურდოდან წიპწის გამცლელი დანადგარი, რომლის გამოყენებით, არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მიიღება მაღალხარისხოვანი, როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინოები.ამჟამად მიმდინარეობს ინსტიტუტის თეთრიწყაროს ექსპერიმენტულ ქარხანაში თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდგომ ნედლი დურდოდან წიპწის გამცლელი დანადგარი ჩართული იქნება წითელი და თეთრი ყურძნის გადამამუშავებელ ტექნოლოგიურ ხაზში. აღნიშნულ საწარმოში რეკომენდირებულია დამუშავდეს ქართული ჯიშის ყურძნებიდან კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების ახალი ტექნოლოგიური რეგლამენტი და მოხდეს მისი გავრცელება ქვეყნის მაშტაბით.