პროექტის მოკლე აღწერა

კვლევა ფოკუსირებული იყო კონტროლირებადი სონოქიმიური თანადალექვის მეთოდით, ბიოთავსებადი ორგანული მოლეკულებით (ლიმონმჟავით (CA)) მოდიფიცირებული და სისმივნის საწინააღმდეგო პრეპარატით – დოქსორუბიცინით (DOX) დატვირთული რკინის ოქსიდის სუპერპარამაგნიტური ნანონაწილაკების (SPIONs) სინთეზზე და მათ საფუძველზე მიღებული მაგნიტური ნანოსითხის (შემოუგარსავი (Bare-SPIONs), ლიმონმჟავით მოდიფიცირებული (CA-SPIONs), ლიმონმჟავით მოდიფიცირებული და დოქსორუბიცინით დატვირთული (DOX-CA-SPIONs) ნანონაწილაკების, შემცველობით) ადამიანისა და თაგვის სარძევე ჯირკვლის სიმსივნურ უჯრედულ in vitro მოდელებზე (MDA-MB-468, 4T1)) ციტოტოქსიკური ზემოქმედების შეფასება/შესწავლაზე.

ნანონაწილაკების ზედაპირზე ანტისიმსივნური აგენტის სახით დოქსორუბიცინის დატვირთვა განხორციელდა ელექტროსტატიკური ურთიერთქმედებით. მიღებული მაგნიტური ნანოსითხის ცალკეული ნიმუშები ჰომოგენურობის, ასევე სორბციული თვისებების გაუმჯობესების მიზნით დამუშავდა ელექტროჰიდრავლიკური განმუხტვებით. სინთეზირებული ნიმუშების ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები შესწავლილ იქნა კვლევის ისეთი მეთოდებით, როგორიცაა რენტგენული სხივების დიფრაქცია (XRD), ფურიე გარდაქმნის სპექტროსკოპია (FTIR), მერხევი ნიმუშის მაგნიტომეტრია (VSM), ხილული და ულტრაიისფერი სპექტროსკოპია, სინათლის დინამიური გაბნევა (DLS), სინათლის ელექტროფორეტიკული გაბნევა (ELS), რამანის სპექტროსკოპია.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნის in vitro უჯრედულ მოდელებში ანტისიმსივნური წამლის-DOX-ის, ასევე Bare-SPIONs, CA-SPIONs და DOX-CA-SPIONs მაგნიტური ნანოსისტემის დამატების შემდეგ, ციტოტოქსიკური მოქმედებისა და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის დასადგენად გამოიყენებოდა МТТ- მეთოდი. ოპტიკური სიმკვრივის გაზომვა განხორციელდა Elisa წამკითხველზე, 570 ნმ-ნმ ტალღის სიგრძეზე.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ჯანო მარხულია
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
CARYS19-976

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
249 420 ლარი

კვლევის შედეგი

in-vitro ბიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიმუშების ციტოტოქსიკურობა სპეციფიკურია და დოზაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, კომბინაცია, წამალი-მაგნიტური ნანოსისტემა (DOX-CA-SPIONs), თავისუფალ დოქსორუბიცინთან შედარებით, ავლენსსარძევე ჯირკვლის სიმსივნური უჯრედების ზრდის ინჰიბირების სინერგიულ ეფექტს. ჩატარებული ფიზიკურ-ქიმიური და in-vitro კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ რკინის ოქსიდის ნანონაწილაკების სინთეზის, ლიმონმჟავით მოდიფიცირების და შემდგომ დოქსორუბიცინით დატვირთვის გზა (შერჩეული ოპტიმალური პარამეტრების მიხედვით), წარმოადგენს ეფექტურ, აღწარმოებად, მასშტაბირებად და რენტაბელურ სტრატეგიას, დოქსორუბიცინით ფუქნციონალიზებული მაგნიტური ნანოსისტემის მისაღებად. ამავდროულად, in vitro კვლევებში კიბოს უჯრედების ზრდისა და გამრავლების დათრგუნვის სინერგიული ეფექტი, რომელიც გამოვლინდა დოქსორუბიცინი / მაგნიტური ნანონაწილაკები კომბინაციით (თავისუფალ დოქსორუბიცინთან შედარებით), იძლევა იმედისმომცემ პერსპექტივებს კომბინირებული ნანოსისტემის გამოსაყენებლად, როგორც წამლის მიზანმიმართული მიწოდებისთვის, ასევე დოზების ოპტიმიზირებისთვის (რაც ამცირებს დოქსორუბიცინის დოზადამოკიდებულ გვერდით ეფექტებს და აძლიერებს ციტოტოქსიურ ეფექტს სარძევე ჯირკვლის კიბოს თერაპიისას).

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?