პროექტის მოკლე აღწერა

კლიმატის გლობალური დათბობის პრობლემის გამწვავებიდან გამომდინარე, ატმოსფეროში საკვამლე აირებით CO2-ის ემისიის პრევენცია პრიორიტეტულად შესასრულებელ ისეთ ამოცანად იქცა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი ტექნოლოგიები და კონკრეტულად მყარი სორბენტები. ბაზარზე CO2-ის მყარი სორბენტების დეფიციტი და სიძვირეა, რაც ხელს უშლის საკვამლე აირებიდან CO2-ის სორბციული დაჭერის და უტილიზაციის ტექნოლოგიების შექმნა-განვითარებას.კვლევის მიზანია საკვამლე აირებით ატმოსფეროში CO2-ის პრევენცია განხორციელდეს იაფი, არადეფიციტური ბუნებრივი სორბენტების გამოყენებით.კვლევის იდეაა: კლინოფთილოლითური ცეოლითური ტუფის, დიატომიტის, კირის სორბციულ უნართა Synergy-ით, სინთეზირდეს CO2-ის მიმართ გაზრდილი დინამიური ტევადობის, ანუ სუპერ-სორბციულ უნარიანი; მაღალი მექანიკური სიმტკიცის, ცვეთამედეგი მყარი სორბენტები SSZDL, კომპონენტთა საჭირო თანაფარდობით, მას.%. აგრეთვე, შეირჩეს SSZDL-ის მიერ CO2-ის სასორბციოდ საუკეთესო გეომეტრიული ფორმა, შემუშავდეს სორბციისას CO2-ით გაჯერებით კარბონატულად მოდიფიცირებული, ამორტიზირებული და გამოსაყენებლად უვარგისი SSZDL-ის უტილიზაციისას დამატებითი ღირებულების პროდუქტის შემქნელი ტექნოლოგიები.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
პროფ. ვ.გორდელაძე
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
AR22-2017

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
09/09/2026 – 09/09/2026
ბიუჯეტი
180 000 ლარი

სიახლე

კვლევის მეცნიერული სიახლეა: კომპონენტების სორბციულ უნართა Synergy-ით სათანადო სინესტის, ტემპერატურის, წნევის პირობებში ფორმირება-სინთეზით, მოსალოდნელი mCaO *nAl2 O3 *xSiO2 ტიპის ნაერთის შემცველი SSZDL-ის მიღება, რომელსაც ექნება: CO2-ის10.0 მას%-ზე მაღალი სორბციის უნარი; გრანულების 4.0 Mpa – ზე მაღალი მექანიკური სიმტკიცე და ცვეთამედეგობა.

პროექტის არსია ბუნებრივი და ხელოვნური სორბენტების სორბციულ უნართა Synergy-ით სინთეზირდეს საკვამლე აირებიდან CO2-ის „დამჭერი“ მყარი სორბენტები. მოხდეს სინთეზის, გამოყენების, უტილიზაციის ტექნოლოგიური იდეის კონცეპციის ფორმულირება, გამოყენებითობის დადგენა და დამტკიცება ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით.

კვლევის შედეგი

პროექტის თანახმად, ატმოსფეროში CO2-ის ემისიის პრევენცია, ხელს შეუშლის „კლიმატის ტემპერატ-ურის 1.50C-ით გლობალურ მატებას. შექმნის შესაძლებელს, მაგალითად 1ტ ცემენტის დამზადებისას ატმოსფეროში საემისიო 0.98 ტ CO2, იქნეს დაჭერილი და ცემენტის შემადგენლობაში უტილიზირე-ბული, რაც შექმნის კიდევ 0.98 ტ ცემენტს. თუ 1ტ ცემენტის ღირებულება = 70 $, მაშინ შექმნილი დამატებითი ღირებულება იქნება: 0.98 ტ х 70 $ = 68.6 $/ტ. ცემენტზე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?