პროექტის მოკლე აღწერა

ქვევრის დამზადების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში 8000 წლით თარიღდება, რაც ქართველთა კულტურული იდენტობის განუყრელი ნაწილია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვევრის დამზადების ტექნოლოგია და მისი შექმნისათვის საჭირო ნედლეული ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ერთი და იგივეა, განსხვავებულია მხოლოდ რეგიონებისა და საბადოების შესაბამისად ნედლეული და ზოგადად დამუშავების ტექნოლოგია. საქართველოში ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მკაფიოდ დაისვა საკითხი ქვევრისა და მისი შემადგენელი ნედლეულის კომპლექსური შესწავლის აუცილებლობაზე. საქართველოსთვის, როგორც სუვერენული ქვეყნისთვის, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ქვევრის ღვინის ექსპორტი, შესაბამისად იზრდება ხარისხიან ქვევრებზე მოთხოვნა.

ამდენად დღეს მეტად აქტუალურია ქვევრის დამზადებისათვის საჭირო ნედლეულის საბადოების თიხების, მათგან დამზადებული ქვევრებისა და მათი დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა, რაც გათვალისწინებულია პროექტით.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
რუსუდან მეტრეველი (ნოდარ ფოფორაძე)
ფაკულტეტი
სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
MR2017_7.1_4

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
09/09/2026 – 09/09/2026

კვლევის ანოტაცია

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ქვევრებისა და მათი შემადგენელი თიხების ნედლეულის კომპლექსურ კვლევას, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სამეცნიერო ღირებულებისაა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?