ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
პროექტი ინტერდისციპლინურია და გულისხმობს ფრაგმენტების კოდიკოლოგიურ კვლევასა და საწერი მასალის დიაგნოსტიკას, ასევე, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. კოდიკოლოგიური თვალსაზრისით აღიწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ ფონდებში, ასევე, მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და გრაცის (ავსტრია) უნივერსიტეტში დაცული ფრაგმენტები; გაანალიზდა მათი დაზიანების ხარისხი – ეტრატის, ზედაპირის, მელნის, მოხატულობის; ჩატარდა XI-XV საუკუნეების პერგამენტისა და მასზე წითელი და შავი მელნით შესრულებული ტექსტების შემორჩენილი ასოების სტრუქტურის კვლევა ფურიეს ი.წ. სპექტროსკოპული მეთოდით.შეიქმნა მონაცემთა ბაზა საგანგებოდ შემუსავებული პარამეტრების მიხედვით; შედეგები წარედგინა საერთაშორისო კონფერენციას „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები;მომზადდა გამოსაცემად ქართულ-ინგლისური მონოგრაფია – გამოკვლევა, ფრაგმენტების ტექსტები, ფოტოები.