პროექტის მოკლე აღწერა
სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ პროექტის ფარგლებში 2023 წელს RIM-5-22-213 შეძენილ იქნა ორი პერსონალური კომპიუტერი. კომპიუტერული ტექნიკა აუცილებელი ინსტრუმენტია კვლევის მიზნებისა და დასახული ამოცანების სრულფასოვნად და გეგმა-გრაფიკის მიხედვით შესასრულებლად, რათა საბიუჯეტო კვლევითი პროექტის „საქართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების კვლევა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნით“ განხორციელების მთელ პერიოდში ჩატარებული მრავალი საველე საექსპედიციო და ლაბორატორიული კვლევებისა და სეზონური მონიტორინგის შედეგები დაგენერირდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიღებული ინფორმაციის დამოკიდებულების და ტრენდების შექმნა შესაძლებელია როგორც ანალიტიკურად, აგრეთვე ისეთი პროგრამული უზრუნველყოფით, როგორც არის ელექტრონული ცხრილები (Excel, MathCAD, MathLab), ანალიზისა და ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული იქნება გეოსაინფორმაციო სისტემის პროგრამები ArcGIS და Surfer, ცალკეული ამოცანების შესასრულებლად გამოვიყენებთ AutoCAD და AutoCADcivil.
აღნიშნული პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტექნიკის ბაზის განახლებას და სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარება-გაფართოებას.
ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის ანოტაცია
პროექტის ფარგლებში შეიქმნება:
მინერალური წყლების გამოვლინების ელექტრონული რუკა; საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ლიოსისებური ქანების სქემატური საინჟინრო გეოლოგიური რუკა;მდინარეების ყვირილა და ლუხუნის ეკოლოგიური მდგომარეობის მათემატიკური მოდელი (მძიმე მეტალების შემცველობის), საშუალება გვექნება განვსაზღვროთ დაბინძურების ხარისხი მათ ნებისმიერ წერტილში.