პროექტის მოკლე აღწერა

ამ პროექტს ბიძგი მისცა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ 2012 წ. ივრისპირეთში, ჭაჭუნაში, სარმატისა და მეოტისის საზღვარზე პრიმატის ქვედა ყბის აღმოჩენამ (გამოუქვეყნებელია). ესაა ანთრისებთა ოჯახში (Cercopithecidae) შემავალი თხელტანინანი მაიმუნების (Colobinae) პირველი მონაპოვარი სამხრეთ კავკასიაში, და შესაძლოა, ყველაზე ძველი თხელტანიანი მაიმუნის ნაშთი ევრაზიაში. ეს ნაშთი ნაპოვნი იქნა სულ რაღაც 50-60 კმ-ის მოშორებით უდაბნოს ცნობილი ადგილსაპოვებლიდან, სადაც აღმოჩენილია ევრაზიაში უკანასკნელი დრიოპითეკი, ადამიანის მსგავსი მაიმუნი (Udabnopithecus garedziensis), რომელიც მეოტისის დადასწყისით (დაახ. 8.0 -8.5 მლნ.წ.) თარიღდება.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
მაია ბუხსიანიძე
ფაკულტეტი
სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
217626

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
10/01/2016 – 09/09/2026

კვლევის ანოტაცია

წარმოდგენილი პროექტის მიზანია, რომ დაადგინოს სამხრეთ კავკასიაში გვიან მიოცენური პრიმატების არსებობის ზუსტი თარიღები, მათი გარემოპირობები და ბიოტური კონტექსტი, რათა მივემხროთ ორი სამუშაო ჰიპოთეზიდან ერთ-ერთს: (ჰ1) დრიოპითეკები და თხელტანიანი მაიმუნები თანაარსებობდნენ სამხრეთ კავკასიაში ან (ჰ2) მათ შეცვალეს ერთმანეთი ზოგადი ფაუნისტური ძვრების კვალდაკვალ, რაც თავისმხრივ მიოცენის დასასრულს დასავლეთ ევრაზიაში გარემოპირობების ფართო-მასშტაბიანი ცვლილებებით იყო განპირობებული, რომელიც ვალეზიური კრიზისის სახელითაა ცნობილი (დაახ. 8.7 მლნ.წ.).

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?