პროექტის მოკლე აღწერა

კვლევები ფოკუსირებული იყო სამ მთავარ ასპექტზე:

ა) იმ ფუნდამენტური მექანიზმების დადგენა, რომელთა მეშვეობითაც ბორის შემცველი დოპანტები ცვლიან Bi(Pb)-2223–ის ზეგამტარ თვისებებს;

ბ) პრეკურსორის დოპირების ხარისხის, ნაწილაკთა ზომების განაწილებისა და თერმომექანიკური დამუშავების გრაფიკის შერჩევა/ოპტიმიზაცია;

გ) ოპტიმიზირებული პრეკურსორის გამოყენებით მოკლე ზომის (5-10 სმ) ვერცხლისგარსიანი Bi(Pb)-2223 ზეგამტარი სადენების დამზადება და ტესტირება.Bi(Pb)-2223 ზეგამტარი მოცულობითი ნიმუშების მიღების პროცესი განხორციელდა დამატებითა და ჩანაცვლებით დოპირების მეთოდების გამოყენებით.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
არმენ კუზანიანი (სომხეთი)
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
DI-18-479

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
07/09/2026 – 12/12/2021
ბიუჯეტი
209 830 ლარი

სიახლე

დადგინდა ბორის შემცველი დოპანტების ზეგავლენის მექანიზმები Bi(Pb)-2223-ის ზეგამტარ თვისებებზე; ოპტიმიზირებული პრეკურსორის გამოყენებით დამზადდა და ტესტირებულ იქნა მოკლე ზომის (5–10სმ) ვერცხლისგარსიანი Bi(Pb)-2223 ზეგამტარი სადენები „ოქსიდური ფხვნილი მილაკში” (OPIT) ტექნოლოგიით.

კვლევის შედეგი

გამოკვლეული იყო ზეგამტარი, სტრუქტურული და მიკროსტრუქტურული თვისებების დამოკიდებულება დოპირების დონეზე, მასალათა მიღების პირობებზე და მაღალენერგეტიკულ დამუშავებაზე. კუთრი წინაღობისა და კრიტიკული დენის სიმკვრივის გაზომვები მაგნიტური ველის 0–დან 1 ტესლამდე მნიშვნელობისათვის ჩატარდა სტანდარტული ოთხკონტაქტიანი მეთოდით. ტრანსპორტული Jc–ს გაზომვები შესრულდა 1 მკვ/სმ დაძაბულობის კრიტერიუმით. მიღებული მოცულობითი ნიმუშების ელექტრომაგნიტური დახასიათება ჩატარდა მაგნიტური ამთვისებლობის ანალიზით. სინთეზირებული მასალების მიკროსტრუქტურულითვისებების, ნაწილაკთა ზომებისა და ელემენტთა განაწილების სისტემატური კვლევა განხორციელდა მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპისა (მემ) და მასთან ერთად ენერგოდისპერსული რენტგენული (მემ/ედრ) მიკროანალიზის სისტემის გამოყენებით. ზეგამტარი ფაზის შემცველობა&ევოლუცია მიღებულ მასალებში, მესერის პარამეტრები და კრისტალური სტრუქტურები დადგენილი იქნა რენტგენოდიფრაქციული მონაცემების საფუძველზე. “ოქსიდური ფხვნილი მილაკში” (OPIT) ტექნოლოგიიის გამოყენებით დამზადდა მოკლე ზომის (5-10 სმ) ვერცხლისგარსიანი Bi(Pb)-2223 ზეგამტარი სადენები (ლენტები), ზეგამტარი. ჩატარდა მათი ტესტირება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?