ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ვაჟა ქირია
ფაკულტეტი
სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
AR-22-621

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/01/2023 – 01/01/2024
ბიუჯეტი
240 000 ლარი

კვლევის შედეგი

პროექტი დაკავშირებულია მცირე მოქნილი საწარმოო უბნის ჩამოყალიბებასთან, სადაც ძირითად სამეწარმეო ობიექტად განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისათვის კიბეებზე გადასაადგილებელი მოწყობილობები, რომელთა აუცილებელი გამოყენება საჯარო, სამედიცინო და განათლების სისტემის დაწესებულებებში განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. არსებული კიბეზე გადასაადგილებელი მოწყობილობების სქემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნიკური თუ ეკონომიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ დასამზადებლად განსაზღვრულია ჩვენს მიერ დამუშავებული (პატენტი P 2022 7381 B) კონსტრუქციის კიბის მარშის გასწვრივ მოძრავი პლატფორმის და მუხლუხა კიბეზემავლის (პატენტი P 2022 7356 B) მცირე სერიული წარმოება, რისთვისაც პროექტის გეგმით გათვლისწინებულია მცირე საწარმოო უბნის მოწყობა.ჩვენს მიერ შემოთავაზებული მოქნილი საწარმო ჩამოყალიბდება უნივერსიტეტის საწარმოს ბაზაზე და აღჭურვილი იქნება კომპიუტერული მართვის (CNC) დანადგარებით. ეს ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ზემოთხსენებული მოწყობილობები შშმ პირებისთვის და ასევე სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკის ზოგიერთი ცვეთადი და საცვლელი სათადარიგო ნაწილები ხარისხისა და ფასის დაბალანსებით საშუალებით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?