ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნ. ნიჟარაძე
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
NFR-21-1413

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
09/09/2026 – 09/09/2026
ბიუჯეტი
240 000 ლარი

კვლევის შედეგი

თანამედროვე ტექნიკაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა მაღალცეცხლგამძლე მასალების მიღება და გამოყენება. უმეტესად ეს დაკავშირებულია ენერგეტიკაში, ტრანსპორტში და სხვა დანადგარებში სამუშაო ტემპერატურის გაზრდასთან. მიუხედავად მაღალცეცხლგამძლე ოქსიდებისაგან მიღებული მასალების დიდი უპირატესობისა ის ძირითადად გამოირჩევა მაღალი თერმიული გაფართოების კოეფიციენტით და შედეგად დაბალი თერმომედეგობით. უჟანგბადო ძნელადლღობადი ნაერთების კერამიკა ადვილად იჟანგება მაღალი ტემპერატურის პირობებში. საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია ამ პრობლემის თანამედროვე მდგომარეობის ლიტერატურული ანალიზი და გამოტანილია შესაბამისი დასკვნები, რომლებიც საწინდარი იქნება ოქსიდური და არაოქსიდური ნაერთების ბაზაზე მაღალი ტექნიკური თვისებების კომპოზიტების მისაღებად.მომზადდა კვლევისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები, მომზადდა ნარევები ალუმოთერმიული მეთოდით სიალონების მისაღებად,დადგინდა ტექნოლოგიური პარამეტრები და ოპტიმალური შედგენილობა. მომზადდა მასალები სამეცნიერო კონფერენციისა და მაღალრეიტინგულ ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?