პროექტის მოკლე აღწერა

პროექტი ეფუძნება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, რათა გარდაქმნას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სისტემა უფრო მდგრად და უსაფრთხოდ ჯანმრთელობისთვის. ეს გეგმა ითვალისწინებს პესტიციდების მოხმარების 50%-ით შემცირებას მომდევნო ათწლეულში და ორგანული მეურნეობის გაზრდას 25%-ით. ევროკავშირის დირექტივები მიზნად ისახავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების მიღწევის ჩარჩოს შექმნას – პესტიციდების გამოყენების ნეგატიური ზემოქმედების შემცირება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ალტერნატიული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები.

ჩვენ ვთავაზობთ მოწინავე მზის ოზონის გენერატორის სისტემას, რომელიც აგვარებს ორივე პრობლემას. უფრო მეტიც, ტექნოლოგია დადებითად იმოქმედებს სოფლის მეურნეობის პრობლემების მთელ სპექტრზე, რაც დაკავშირებულია ნაყოფიერი ფენის (ჰუმუსის) შესუსტებასთან, წყლის დაბინძურებასთან, დაბალიმოსავლიანობის, დანაკარგების შემცირებასთან, მოსავლის გრძელვადიან შენახვასთან. შესაძლებელია პესტიციდების გამოყენების სრული აღმოფხვრაც კი, რაც დადასტურებულია კულტურებში კვალი ელემენტების არარსებობით.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ლენა შატაკიშვილი
ფაკულტეტი
ენერგეტიკის ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
AR-22-2370

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
01/01/2022 – 01/01/2024
ბიუჯეტი
240 000 ლარი
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?