ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
კონსორციუმის წევრი სტუ-ს მხრიდან წარმოდგენილი თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა სამი ადგილმდებარეობის თიხის, არგილიტის და თიხაფიქალის, წინა კვლევების საფუძველზე, დადგენილი თერმული რეჟიმებით დამუშავება. მათგან დაბალტემპერატურული დამუშავებით (600-8000 C) მიღებული პროდუქტი მიზნობრივად გამოყენებული იქნა ცემენტის პუცოლანურ დანამატად. საცდელი ნიმუშების დასამზადებლად აღებული ცემენტის მისაღები დანამატების რაოდენობას განსაზღვრავს საწყისი ნედლეულის ქიმიურ-მინერალოგიური შედგენილობა და მისი თერმული დამუშავების რეჟიმი, რაც ასევე წინა პერიოდში დადგენილი მონაცემების საფუძველზე განხორციელდა.ასევე, საქართველოს რიგი თიხოვანი ქანების (ყვარლის თიხაფიქალი, თელეთის არგილიტი და გარდაბნის თიხა) მაღალტემპერატურული (1150-12500C) მოდიფიცირებით დადგინდა მათ საფუძველზე ბეტონის მსუბუქი შემავსებლის -კერამზიტის მიღება. მათგან მსუბუქი ბეტონების მისაღებად, შემუშავებული რეცეპტების საფუძველზე განხორციელდა საპრეზენტაციო ნიმუშების მომზადება. მომზადდა საპრეზენტაციოდ მიღებული სახის პუცოლანური დანამატის და ცემენტის კლინკერთან ერთად მათი დაფქვით მიღებული ცემენტების საპრეზენტაციო ნიმუშები.
სარეკლამო დოკუმენტაციისთვის შეგროვდა მასალა, რომელიც საქართველოს თიხოვანი ქანების ტემპერატურული ტრანსფორმაციით მიღებული პროდუქტების ტექნოლოგიური პროცესების აღწერის და მათგან პროდუქტების მიღების მეთოდებს მოიცავს. ეს მასალა გამოყენებულ იქნება ტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიზნით შექმნის ვებ-გვერდზე.