პროექტის მოკლე აღწერა

გლობალური დათბობისაკენ კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა, მისი პრევენცია ასევე უდიდესი გამოწვევა და პრიორიტეტულად შესასრულებელი ამოცანაა. კვლევა გვთავაზობს ცემენტის წარმოების საკვამლე აირებით ატმოსფეროში (CO2,SOx,NOx)-ის შეუქცევადი ემისიის პრევენციის და ცემენტის(ბეტონის) შემადგენლობაში უტილიზაციის ინოვაციურ ხერხს: საკვამლე აირები „მავნე“ ნაერთებისგან გასასუფთავებლად, ცეოლითურ ტუფს უნდა დაეკონტაქტოს ორ ეტაპად: I ეტაპზე (CO2,SOx,NOx) შემცველ 150-350 oC ტემპერატურიან საკვამლე აირებს აწვდიან საშრობში, მინერალ კლინოფთილოლითის შემცველი ცეოლითური ტუფის გასაშრობად, რა დროსაც ცეოლითური ტუფი დეჰიდრატირდება და აქტიურდება და წყლისგან დაცლილი სიცარიელეებით, საკვამლე აირებიდან სორბციულად იჭერს (CO2;SOx;NOx)-ის დიდ ნაწილს, რა დროსაც არასრულად ნაწილობრივ მოდიფიცირდება; მე-2 ეტაპზე, 70-1500C-მდე „გაგრილებულ“ და ნაწილობრივ გასუფთავებულ საკვამლე აირებს აწვდიან საკვამლემილამდე დამონტაჟებულ სორბერს, სადაც სორბენტია პირველ ეტაპზე მოდიფიცირებული ცეოლითური ტუფი. სორბენტში საკვამლე აირები „გრილდება“ 20-600C-მდე, რა დროსაც ცეოლითური ტუფით ხდება (CO2,SOx,NOx) საბოლოო სორბციული დაჭერა, რის შემდეგაც სრულად გასუფთავებული საკვამლე აირები ემისირდება ატმოსფეროში, ხოლო (CO2,SOx,NOx)-ით გაჯერებული და სრულად მოდიფიცირებული ცეოლითური ტუფი, მიეწოდება ცემენტის საფქვავ წისქვილს.

კვლევის მიზანია ლაბორატორიულ გარემოში ექსპერიმენტაციით ცემენტის წარმოების ხერხის, კონცეპციის დამტკიცება, გამოყენებითობის დადგენა. შედეგია: „ცემენტის წარმოების ხერხის“ წინასწარი საპატენტო ძიების TRL-1 დონიდან ლაბორატორი-ულ გარემოში ექსპერიმენტაციით საჭირო მასის ცემენტის დამზადება (TRL-2 დონე), ბეტონში გამოყე-ნებითობის დადგენა და კონცეპციის დამტკიცება (TRL-3 დონე), საბოლოოდ ტექნოლოგიის ტრანსფე-რის TRL-4 დონის მიღწევა.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
პროფ. გ.ლოლაძე
ფაკულტეტი
აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
AR22-1730

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
09/09/2026 – 09/09/2026
ბიუჯეტი
180 000 ლარი
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?