პროექტის მოკლე აღწერა
მოცემულ პროექტში ჩვენ მიერ შემუშავებულია ახალი სახეობის კვლავჩამწერი ფოტოქრომული გარემო, დაფუძნებული სპიროპირანით დოპირებულ თხევადკრისტალურ ბიფენოვან პოლიმერულ (სპ–თკბპ) ფირზე, რომელშიც სინერგიულადაა გაერთიანებული ფოტომგრძნობიარე ფენის შესაძლებლობა — ერთ ეტაპზე შექცევადად მოახდინოს ოპტიკური გამოსახულების გენერირება, ისეთი მიმზიდველი ფოტონური კრისტალის ოპტიკურ თვისებებთან, როგორიცაა ქოლესტერული თხევადი კრისტალი. ორი სტრუქტურის ასეთი სახის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ჩაწერილი გამოსახულების ისეთი ოპტიკური პარამეტრების მოდულაცია, როგორებიცაა: შთანთქმა, არეკვლა, გარდატეხა და ფერები.
ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის ანოტაცია
გაუმჯობესებული ფოტომგრძნობიარობის, ოპტიკური კონტრასტის, ფოტო დეგრადირებისადმი კარგი მდგრადობისა და მაღალი სივრცული გარჩევადობის გამო, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენი ნაკეთობა გააუმჯობესებს ამჟამად არსებულ, ოპტიკურად კვლავჩამწერ და მექანიკურად დრეკადი, გამოსახულების დაგროვების პროტოტიპებს. ამასთანავე, შემოთავაზებული ფოტოქრომული გარემო იმოქმედებს როგორც მრავალფუნქციური, დინამიური ფოტომგრძნობიარე და იაფი ხელსაწყო, რეალურ დროში გამოსახულების ჩაწერა/წაშლის თვისებებით, ხოლო სინათლით ინდუცირებულ ორ მდგომარეობას შორის მნიშვნელოვანი სივრცული ცვლილებები გამჭირვალობაში, არეკვლაში, გარდატეხასა და ფერში, საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ფოტოქრომული კომპოზიციები 3D მიკროსტრუქტურების შესაქმნელად, და ასევე შესაძლებელია 3D ანაგლიპური გამოსახულების ჩაწერა.
კვლევის შედეგი
თანახმად განვითარებული ქვეყნებში არსებული სტანდარტებისა, შესაძლებელია მიღებული შედეგების გამოყენება ისეთ მარტივ, ეფექტურ და იაფ ტექნიკურ გადაწყვეტილებებში, როგორებიცაა: გაყალბების საწინააღმდეგო და საიდენტიფიკაციო სისტემები, მაღალსიხშირული რადიაციული და ულტრაიისფერი გამოსხივების დეტექტორები და დოზიმეტრები.