ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
შალვა კეკუტია
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • ჯ. მარხულია
  • ვლ. მიქელაშვილი
  • ლ. სანებლიძე
  • რ. კოხრეიძე
  • ნ. ჩხაიძე
  • ნ. მაისურაძე
  • მ. ჭავჭანიძე

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

ნანონაწილაკების ზომების განაბნევის შემცირების მიზნით, ჩვენ პირველად ნანონაწილაკების სინთეზის კარგად ცნობილ სქემაში ვიყენებთ ელექტროჰიდრავლიკურ ეფექტს (იუტკინის ეფექტი). მსოფლიოს სამეცნიერო პუბლიკაციებში თითქმის არ გვხვდება შრომები ელექტროჰიდრავლიკური განმუხტვების გამოყენებაზე კოლოიდური სითხეების დამუშავების კუთხით. შრომის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევქნათ ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენების ნანონაწილაკები. ფიზიკური და ქიმიური მოვლენების რთული კომპლექსი, რომელსაც ადგილი აქვს სითხეში მაღალძაბვიანი ელექტრო- რკალური-იმპულსური განმუხტვის დროს, მიმდინარეობს მცირე დროის განმავლობაში და მივყავართ სითხისა და მასში მოთავსებული ობიექტების მრავალგვარ ფიზიკურ-ქიმიურ ცვლილებებამდე. მძლავრი რხევები, რომლებიც თან ახლავს ელექტროჰიდრავლიკურ ეფექტს, დამატებით ახდენს ქიმიური მეთოდით სინთეზირებული ნანონაწილაკების ჰომოგენიზაციას. აღნიშნული მიდგომა, როგორც კვლევებმა გვიჩვენა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მაგნიტური სითხის ბაქტერიციდულ და სორბციულ თვისებებს და შესაძლებელია ბიოაქტიური მოლეკულებით მათი ზედაპირის მოდიფიკაცია უკეთესად.

დასახული მიზანი მიღწეულია არსებული ელექტროჰიდრავლიკური დანადგარის ძირითადი პარამეტრების (განმუხტვის დენი, ძაბვა, წნევა და ტემპერატურა განმუხტვის კამერაში,) კონტროლი-მონიტორინგის შექმნით, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ სასურველი ფიზიკო-ქიმიური-ბიოლოგიური პარამეტრების (მაღალი ჰომოგენურობა, სასურველი ზედაპირული მორფოლოგია, გაზრდილი სორბციული თვისებები და ამაღლებული ბიოთავსებადობა) მაგნიტური ნანონაწილაკების შემცველი ბიოგამოყენების ნანოსითხე.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?