პროექტის მოკლე აღწერა

მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 30%–40% იხარჯება შენობებში გათბობის, გაგრილების, განათებისა და ვენტილაციის სახით. ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლებელია ისეთი ფანჯრების გამოყენებით, რომელთაც შეუძლიათ მზის ენერგიისა და შემომავალი ხილული სინათლის ინტენსიობების მართვა, რაც გამოიხატება ცხელ და მზიან ამინდში შენობაში შემომავალი ენერგიის გარკვეული ნაწილის ბლოკირებაში, ხოლო ცივ და ღრუბლიან ამინდში შენობაში შემომავალი ენერგიის თავისუფლად გატარებაში. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღეისათვის მსოფლიოში მრავალი ფირმის, ორგანიზაციისა და კონსორციუმის მიერ შექმნილია, ან დამუშავების პროცესშია ე.წ. ჭკვიანი ფანჯრები, თუმცა, მათ გააჩნიათ მაღალი თვითღირებულება და დაბალი საექსპლოატაციო ხანგრძლიობა.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
გია პეტრიაშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • ც. ზურაბიშვილი
  • ლ. დევაძე
  • ნ. სეფაშვილი
  • ნ. ფონჯავიძე

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

ჩვენს მიერ შემუშავებულია სრულიად ახალი სახეობის, ქოლესტერული თხევადკრისტალური სარკეების თვისებებზე დაფუძნებული ჭკვიანი ფანჯრები, რომლებშიც გამოყენებულია სინათლის ამრეკლაობის ტემპერატურაზე დამოკიდებულება. შემოთავაზებული ჭკვიანი ფანჯრების უპირატესობები, დღეისათვის საერთაშორისო ბაზრის შესაბამის სექტორში არსებულ ჭკვიან ფანჯრებთან შედარებით შემდეგია:

  • უპირველეს ყოვლისა, იგი ირეკლავს სინათლეს და ეს არეკვლა არის გარემოს მიერ კონტროლირებადი, ანუ დაბალ ტემპერატურაზე ფანჯარა არის გამჭირვალე და ირეკლავს მზის გამოსხივების სხვადასხვა ტალღის სიგრძეს, გარემოს ტემპერატურული ცვლილების შესაბამისად.
  • მუშაობის ხანგრძლიობა და ექსტრემალურად მაღალი სტაბილურობა ულტრაიისფრი–ხილული გამოსხივებისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ.
  • დინამიურობა–სითბური ზემოქმედებების მიმართ უზრუნველყოფს რეალურ დროში რეაქციას.
  • ადაპტიურობა–არეკვლის სპექტრალური მდებარეობა შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს დღის, სეზონის ან გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
  • სიიაფე და სიმარტივე–არ საჭიროებს ელექტროენერგიასა და რთულ საკონტროლო სისტემებს.
  • აქვს მუშაობის ფართე ტემპერატურული ინტერვალი– (–20 +80)o C.
  • უსაფრთხო, არატოქსიკური და სინესტის მიმართ მდგრადი
  • დღეს არსებულ პროდუქციებთან შედარებით, შემოთავაზებულ ჭკვიანი ფანჯრების ტექნოლოგიას შეუძლია შეამციროს ფასები (35-40)%-ით.
  • ექსპლოატაციის ხანგრძლიობის ვადაა 10 წელი.
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?