ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
გოდერძი ლეჟავა
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
სამეცნიერო ჯგუფი
  • რ. თხინვალელი
  • გ. ანანიაშვილი
  • ი. ჯავახიშვილი
  • ი. კამკამიძე
  • ო. თავდიშვილი
  • თ. თოდუა
  • მ. კანდელაკი

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
01/01/2018 – 10/09/2026

კვლევის შედეგი

კვლევის არსი მდგომარეობდა ინდუქციური გამოყვანის პროცესორის საშუალებით იმ ელემენტარული ფსიქოლოგიური ფუნქციების მოდელირებაში, რომლებიც განაპირობებენ აზროვნების უნარს და ამ კვლევის შედეგის საფუძველზე კონკრეტული, მაღალი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე „გონიერი“ ტექნიკური სისტემის დამუშავებაში. არსებული გეგმის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო და დამუშავდა ე.წ. „გონიერი“ მიმყოლი სისტემის კონცეფცია. ინდუქციური გამოყვანის პროცესორის გამოყენება შესაძლებელს გახდის, რომ ასეთი მიმყოლი სისტემა გამოყენებულ იქნას სწრაფად მიმდინარე პროცესების მართვის ამოცანებში. პარალელურად, უნივერსიტეტ „გეომედთან“ ერთად განხორციელდა ექსპერიმენტები, რომელთა მიზანი იყო ე.წ. „მოტივაციური ფილტრების“ მოდელირება ინდუქციური გამოყვანის პროცესორის საშუალებით.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?