პროექტის მოკლე აღწერა

” ინფორმაციის ჩაწერა თხევად კრისტალური ფენის ლაზერული გენერაციის სივრცულიფოტო–მოდულაციის საფუძველზე” (2023 –2026წწ., ხელმძღვ. ანდრო ჭანიშვილი).პროექტში ფოტომოდულირებად პარამეტრად შემოთავაზებულია გამოყენებული იქნას ოპტიკური მასალის ლაზერული გამოსხივებისათვის დამახასიათებელი თვისებები. ფოტომგრძნობიარე მასალა თხელი ფირის სახით მოქმედებს როგორც აქტიური, რეზონატორთან შეკავშირებული გარემო, რომელსაც გააჩნია ლაზერული გამოსხივების გენერაციის უნარი, ხოლო ინფორმაციის ჩაწერა ხდება ფირის ლაზერული გამოსხივების სივრცული ფოტომოდულაციით.წარმოდგენილ პროექტში ფოტომგრძნობიარე ლაზერულ ფირად გამოყენებული იქნება თხელი (10…40 მკმ) საღებარ-ჩამატებული ფოტომგრძნობიარე ქოლესტერული თხევადი კრისტალის (ქთკ-ს) ფენა. ჩვენი აზრით, ალბათ არ მოიძებნება სხვა მასალა, რომელსაც გააჩნია როგორც სინათლით მართვადი პერიოდული სტრუქტურა, ასევე ლაზერული გენერაციის უნარი ასეთ თხელ ფენებში.საწყის მდგომარეობაში ლუმინესცენციური საღებარით გააქტიურებული ქთკ ფენა მზად არის გამოასხივოს ლაზერული სინათლე ზედაპირის ნებისმიერი წერტილიდან. აღმგზნები სინათლით დასხივებისას ფირი გენერირებს ერთგვაროვნულად მთელს აღგზნებულ ზედაპირზე.ჩამწერი სინათლით დასხივების შედეგად ქთკ გადადის იზოტროპულ მდგომარეობაში და კარგავს ლაზერული გამოსხივების გენერაციის უნარს. ამრიგად, ინფორმაციის ჩაწერა ხორციელდება ფენის თკ-ური მდგომარეობის და, შესაბამისად, განაწილებული რეზონატორის ვარგისიანობის (Q-factor) სივრცული მოდულაციით. ჩაწერისათვის გამოიყენება მცირეტალღოვანი დიაპაზონის სინათლე, რომლის მიმართ მგრძნობიარეა ფოტომართვადი თკ-ს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ინფორმაციის წაკითხვა წარმოებს შუატალღოვანი დიაპაზონის იმპულსური სინათლით დატუმბვის მეშვეობით. დატუმბვა აღაგზნებს ლაზერულ გენერაციას მხოლოდ ჩამწერი სინათლით დაუსხივებელ უბნებში.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ანდრო ჭანიშვილი
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-22-3061

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
მიმდინარე
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
238 000 ლარი
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?