საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – “მედიას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან”

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ტვ პირველს” სტუდენტების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, ამასთან ერთად, მოუწოდებს მედიას თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან”.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება “ტვ პირველის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელზე თან ერთვის შემდეგი შინაარსის წარწერა: „სტუ-ს რექტორის დავით გურგენიძის უკან დგას პრორექტორი თამარ ლომინაძე, რომლის გვერდით დგანან სუსის აგენტები (წვერებში) სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად“.

ამ მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ სივრცეში შექმნილმა ვნებათაღელვამ მედიის მხრიდან არაერთი უპასუხისმგებლო და არაკორექტული ინტერპრეტაცია წარმოშვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული შეფასებები და ვიზუალური ნარატივები, მანამდე ვიდრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოფიციალურ პოზიციას გააჟღერებს, რაც თავად უნივერსიტეტის შიდა კონსულტაციურ პროცესებზეა დამოკიდებული.

ამ კონტექსტში, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სიუჟეტი და მასზე დართული წარწერა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის უკან თითქოს დგანან პრორექტორი და „სუს-ის აგენტები სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად“, წარმოადგენს აშკარა ცილისწამებასა და პროფესიული ეთიკის უხეშ დარღვევას.

მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელებას, ვიზუალური მანიპულაციებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და კონკრეტული ინსტიტუციების, პირებისა თუ სოციალური ჯგუფების დისკრედიტაციას.

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეფასება ერთდროულად შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, მის აკადემიურ თვითმმართველობასა და სტუდენტებს, რომლებიც სიუჟეტში, ფაქტობრივად, წარმოდგენილნი არიან როგორც მართული, ზეწოლის ქვეშ მყოფი ან ძალადობრივი პროცესის მონაწილე სუბიექტები.

განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტების იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ისინი სხვა სტუდენტებზე ზემოქმედების ან „ბულინგის“ ინსტრუმენტებად გამოიყენებიან. ასეთი ნარატივი ეწინააღმდეგება აკადემიური თავისუფლების, სტუდენტური თვითგამოხატვისა და უნივერსიტეტის როგორც დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სივრცის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა თავისთავად არ წარმოადგენს სამარცხვინო ფაქტს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარლიყად ადამიანების ან ჯგუფების დისკრედიტაციისთვის. თუმცა სრულიად მიუღებელია, როდესაც უსაფრთხოების ინსტიტუცია და უნივერსიტეტი ერთ კონტექსტში წარმოჩენილია როგორც სადამსჯელო ან რეპრესიული მექანიზმი, ხოლო სტუდენტები, როგორც ამ მექანიზმის აქტიური შემსრულებლები. მსგავსი მიდგომა არის არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავად სახელმწიფოს ავტორიტეტის შეურაცხყოფაც.

საზოგადოებრივ დისკუსიაში პასუხისმგებლიანი მედიის როლი სწორედ ფაქტებზე დაფუძნებული, დაბალანსებული და ეთიკური გაშუქებაა. აღნიშნული მასალა არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ: სიზუსტის, ფაქტების გადამოწმების, მიუკერძოებლობისა და ადამიანთა ღირსების პატივისცემის სტანდარტებს. მედიის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იქცეს საფუძვლად ცილისწამების, იარლიყების მიკერებისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციისთვის.

ხაზგასმითაა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუქვეყნებია, რადგან მიმდინარეობს შიდა საკონსულტაციო პროცესი. ამ ფონზე მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება კიდევ უფრო ზრდის დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი პოლარიზაციის რისკს. მედიას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ