საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიებს – „რუსთავი 2“ – სა და „იმედს” ბოდიშის მოხდას სთხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში – „კურიერი“ და „ქრონიკა“ – დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.
სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებების ვიზუალური „დადასტურების“ მიზნით გამოყენებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში და არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველი წერტილებს, რასაც მაყურებელი ნებით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში.
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. მეორე სასწავლო კორპუსის პარალელურად, ნაჩვენები იქნა მე-6 სასწავლო კორპუსი, რომლის გაამაგრებით სამუშაოებსა (რაც დღესაც მიმდინარეობს) და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე დახარჯულია დაახლოებით 600 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო ფართი 187547, 9 კვ/მ-ია, საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი – 78868,955 კვ/მ-ს. „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არც ერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონრო სამუშაოები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ – პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 – მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 – დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 – მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად მოითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“:
1. საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;
2. საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;
3. მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და გამოიყენოს ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერi ინტერესების დასაცავად.
მსგავსი
სტუ-ის რექტორმა განათლების მინისტრის მოადგილემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრი უნივერსიტეტების რექტორებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი ჩვენი გმირების ხსოვნას. მათი თავგანწირვა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძვირფასია სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა....
სტუ-ის რექტორი პროფესორ შენგელი ფიცხელაურს, იუბილესა და ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მინიჭებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების...
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლ პროგრამის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამათავრებული პირი უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც 2026-2027 სასწავლო...
სტუ-ის რექტორი სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მერაბ მეტრეველის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სპორტის სახელმწიფო...
ღვაწლმოსილი მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ თეიმურაზ ცაბაძის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მათემატიკოსისა და პედაგოგის, სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის...
აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქირურგ-ონკოლოგისა და მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ქირურგ-ონკოლოგისა...

