საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, მრევლსა და თითოეულ მოქალაქეს სამძიმარს უცხადებს საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაცვალების გამო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, რაც უმძიმესი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის.
მისი უწმინდესობა იყო ერის სულიერი მამა, რომელმაც „სუდარაგადაფარებული საქართველოს ეკლესია“ დაუბრუნა სიცოცხლეს, საქართველოს გაუთენა „მზიანი ღამე“ და ქართველი ერი ჭეშმარიტების ძიების გზაზე დააყენა. პატრიარქის ავტორიტეტი სცდებოდა საეკლესიო სივრცეს და მოიცავდა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებას. იგი წარმოადგენდა იმ იშვიათ მოღვაწეს, რომელმაც შეძლო სულიერი ღირებულებებისა და განათლების იდეის ორგანული შერწყმა, რითაც განსაზღვრა მრავალი თაობის მსოფლმხედველობა და სამოქალაქო თვითშეგნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი უდიდესი წვლილი ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში. უწმინდესის მოღვაწეობა ყოველთვის ემსახურებოდა მომავალი თაობის სულიერი ღირებულებების, ზნეობისა და განათლების მნიშვნელობის გაღრმავებას. მისი ხედვა ემყარებოდა რწმენას, რომ განათლებული და სულიერად გაძლიერებული თაობა ქვეყნის პროგრესის, მეცნიერების განვითარებისა და ეროვნული იდენტობის განმტკიცების საფუძველია.
პატრიარქის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტუდენტებში სულიერი ცნობიერების ამაღლებასა და ჰუმანისტური ღირებულებების განმტკიცებაში. ახალგაზრდებისთვის ცენტრი დღემდე წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა, სულიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ მისი უწმინდესობის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მიენიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ეს აღიარება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთლიანად ქართული სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცისადმი პატივისცემის გამოხატულება იყო.
დღეს ჩვენთვის ანდერძად ჟღერს 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული სიტყვები: „ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც – „ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება,“ სადაც პატრიარქმა გამოხატა თავისი ცხოვრების სიღრმისეული ფილოსოფია – თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა და ადამიანთა მიმართ უსაზღვრო სიყვარული. ეს მოწოდება არსებითად ასახავს პატრიარქის უმთავრეს გზავნილს: ცოდნა, სულიერი ზრდა და ნამდვილი ადამიანობა მჭიდრო კავშირშია თანაგრძნობასა და მომთმენობასთან. პატრიარქის ცხოვრება, ქადაგებანი და პიროვნული მაგალითი არის უწყვეტი გზამკვლევი მომავალი თაობებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლსა და სრულიად საქართველოს.
„თქვენო უწმინდესობავ, გემშვიდობებით! თქვენგან ბოძებული სიკეთენი დაუშრეტელ ნათელს ჰფენს ქართველი ერის სულსა და გულს“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმრის წერილში.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...