სტუ-ის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრები კომპანია EventyApp-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა ვასიკო ფირუზაშვილმა, ირაკლი ღვინიანიძემ, ანი სირბილაძემ, სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებმა და კლუბის წევრებმა, გაცვალეს ინფორმაცია „EventyAp“ აპლიკაციის შესახებ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა „EventyAp“ არის ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცდილებას. აპლიკაცია მომხმარებლებს და ორგანიზატორებს სთავაზობს დინამიკურ და ჩამთრევ პროცესს ბილეთების შერჩევის მომენტიდან ღონისძიებაზე მიღებული ემოციების გაზიარებამდე. ნებისმიერი ღონისძიების გვერდზე, ერთ სივრცეში გამოცდილების გაზიარების მიზნით, „EventyAp“-ში შესაძლებელია აიტვირთოს მოკლე ფორმატის ვიდეო.
„საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, სტუ-ს, მიეცა ოფიციალური ნებართვა ჩამოაყალიბოს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი. კლუბი ჩამოყალიბდა საბაკალავრო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტების ომარ ჰოსსამისა და ფარნავაზ ტყემალაძის ინიციატივით. Google დეველოპერთა სტუდენტური კლუბმა (GDSC), უკვე მეორე შეხვედრა, პირველი – საინფორმაციო, მეორე კი პროფესიული კუთხით, გამართეს. შეხვედრის მთავარი სპიკერი იყო სწავლების (ML) ექსპერტი, ანზორ გოზალიშვილი. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სტარტ-აპ კომპანია „EventyAp“კომპანიის თანადამფუძნებლებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია EventyApp-ი გაფართოებას გეგმავს და ვაკანსიებს აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უნივერსიტეტს შესაბამისი მემორანდუმი აქვს გაფორმებული კომპანიასთან. სტუდენტებს შორის საკმაოდ ძლიერი უკუკავშირი შედგა, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და წამოიჭრა ინიციატივები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პარტნიორებს“, – აცხადებს პროფესორი თამარ ლომინაძე.
შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბის სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიება გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის Solution Challenge-ის ჰაკათონისათვის მზადებაა. ასევე, სტუდენტებმა ისაუბრეს მომავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, როგორიცაა, „რობოტების ბრძოლა“, რომელიც „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტური სახელოსნოს ორგანიზებით ტარდება, დაიგეგმა EventApp-ის დამფუძნებლებთან შემდგომი თანამშრომლობა.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...