სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს მიმართავს. 

მიმართვაში რექტორი ეხება სტუდენტების გადამწყვეტ როლს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და აღმშენებლობის საქმეში და საუბრობს იმ გავლენებზე, რასაც ახალგაზრდობა კაცობრიობის მომავალზე იქონიებს.  

„ძვირფასო სტუდენტებო, 77 წელია მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის თარიღი, რომელიც ერთდროულად მოიცავს ბრძოლას, სევდასა და სიხარულს.  

წლის ყოველი დღე თქვენია, მაგრამ 17 ნოემბერი – გამორჩეულად. ეს ბოროტების დამარცხების, მომავლის, იმედის, წარმატებებისა და გამარჯვებების დღეა, რომელმაც 77 წლის წინ უდიდესი გავლენა იქონია კაცობრიობის მომავალზე. 

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც უკავშირდება სტუდენტი-ახალგაზრდობის ბრძოლას თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და რაც მთავარია, ქართული ენის დასაცავად, დღეს უკვე მსოფლიო ახალგაზრდული მოძრაობის ისტორიის კუთვნილებაა. ეს იყო ბრძოლის პერიოდი და ჩვენ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, დღეს, ჩვენმა ახალგაზრდებმა სხვა „ბრძოლის ველზე“ უნდა გაიმარჯვოთ – დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი თქვენზე, საქართველოს მომავალზე ზრუნვაა, ხოლო თქვენი – საქართველოს სახელის მსოფლიოში  გაცნობა. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენშია ის კოდი, რომელიც შეცვლის სამყაროს.

საქართველოს განვითარებისა და ღირსეული მომავლის ანი და ჰოე თქვენ ხართ! ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, დიდი პატივია თქვენი მიზნების აღსრულებაში გზა გაგიკვლიოთ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ წარმატებებს აღწევთ, როგორც მეცნიერებაში, საინჟინრო-ტექნოლოგიურ თუ ჰუმანიტარულ დარგებში, ასევე, სპორტსა და თვითშემოქმედებაში.

თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა და პირობა, ასახელოთ ჩვენი სამშობლო, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“ – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში. 

77 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი, ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?