სტუ-ის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი წარმატებით დასრულდა.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მოიცვა. საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკისა და ბირთვული ინჟინერიის ძირითად პრინციპებს.

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მასტერკლასი ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, რამაც მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე ემუშავათ და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის აქტუალურ კვლევებს გაცნობოდნენ. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების სერიამ მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინჟინერიის პოპულარიზაციაში, ხელი შეუწყო მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.

„პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებში, სადაც სწავლობდნენ, თუ როგორ ხდება დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) მონაცემების ანალიზი და ახალი ნაწილაკების აღმოჩენა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მომავალი თაობის მოტივირება კვლევების მიმართულებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“.

– პროფესორი ბესიკ კეკელია.

CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ: ქუთაისში – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ბათუმში – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თელავში – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გორში – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თბილისში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, IPPOG საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს CERN-ის მეცნიერებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს. მისი მთავარი მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ სფეროებში მოტივაციის გაზრდა. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იყო ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ თანამედროვე მეცნიერების რეალურ გარემოს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას ადრეული ასაკიდანვე გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებს. CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი სწორედ ასეთი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს უქმნის საუკეთესო გარემოს რეალურ მონაცემებთან მუშაობისა და თანამედროვე კვლევითი პროცესების აღქმისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად ემუშავათ რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე – ვგულისხმობთ ATLAS ან CMS ექსპერიმენტების ფარგლებში დეტექტორებიდან მიღებულ მონაცემებს – გაეკეთებინათ საკუთარი ანალიზი და დასკვნები. თითოეული დღის ბოლოს ისინი ერთვებოდნენ საერთაშორისო ონლაინ დისკუსიაში, სადაც მათი შედეგები განიხილებოდა CERN-ის ექსპერტებთან ერთად. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას.

აღნიშნულმა მასტერკლასებმა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში. წლევანდელი მასტერკლასები 180 მონაწილეზე იყო გათვლილი, თუმცა შემეცნებით ღონისძიებებში, ფაქტობრივად, 253 მოსწავლე ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მიმართ მაღალ ინტერესსა და მის აქტუალობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია და განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

– პროფესორი თამარ ლომინაძე.

CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მონაწილეებმა ერთდღიანი „მეცნიერის გამოცდილება“ გაიარეს, რომლის ფარგლებშიც მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის კვლევების მიზნებს, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.


მსგავსი

სიახლეები

წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის  06 აპრილს დაიწყება და 11 მაისის...

სიახლეები

სტუ-ში გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა, რომელზეც ქვეყნის ერთ-ერთი მთიანი...

სიახლეები

საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში

7-8 აპრილს,  11: 00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება  სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საერთაშორისო პროექტები -...

სიახლეები

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე...

სიახლეები

იდეიდან რეალურ სტარტაპამდე – მასტერკლასი სტუ-ში

1 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, მასტერკლასი - „როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ სტარტაპად” ჩატარდა. ღონისძიებას...

სიახლეები

ქვეყნის მასშტაბით პირველი „გაყიდვების ლაბორატორია“ სტუ-ში გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო Erasmus+ საგრანტო პროექტის LISS24 (Learn - Innovate - Sell - Succeed) ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ (Sales Lab)...

მოგვწერეთ