სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე იწვევს.

ცენტრში უფასო კურსები დაიწყება 15 აპრილიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (შაბათ-კვირის გარდა), 17:00 საათის შემდეგ, თქვენს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ დროს.

კურსებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა  14 აპრილია. რეგისტრაციის გასავლელად, მსურველებმა აუცილებელია, შეავსოთ მოცემული ფორმა.

სტუ-ის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუდენტებს ასევე  არაერთ სხვა უსასყიდლო პროექტს სთავაზობს:

  • სასწავლო კურსები ლიეტუვას უნივერსიტეტებში
  • საზაფხულო კურსები
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ლიეტუვას რესპუბლიკაში (სტიპენდიით)

სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც დაამთავრებენ ბაკალავრიატს და შეისწავლიან ლიეტუვურ ენას, მიეცემათ შესაძლებლობა უსასყიდლოდ განაგრძონ სწავლა ლიეტუვას ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, სწავლის პერიოდში, დაენიშნებათ ლიეტუვას რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდია.

სტუ-ის პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრის სტუდენტებისთვის პროგრამას აფინანსებს ლიეტუვას რესპუბლიკა.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, სტუ-ის მოკლევადიანი კურსების გავლა სრული დაფინანსებით შეგიძლიათ

ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, სტუ-ის მოკლევადიანი პროფესიული კურსების გავლა 100%-იანი დაფინანსებით შეგიძლიათ. კურსებზე მსურველთა მიღება...

მოგვწერეთ