სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

  • მიწის, წყლის და ტყის რესურსების განყოფილებაში: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0.5 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ.#69, X კორპ, V სართ, ოთახი #515, პასუხისმგებელი პირი რ.ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.

კონკურსი ჩატარდება 2026 წლის 29 აპრილს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 29 აპრილისა, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2026 წლის 04 მაისის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა, განცხადება, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4 (ასევე CD დისკზე);

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდებზე;
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ქ.თბილისი, კოსტავას ქ.#69 X კორპ, V სართ., ოთახი #515, პასუხისმგებელი პირი რ. ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.

ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს
საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის

სამეცნიერო საბჭო


მსგავსი

სამეცნიერო

მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში

„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...

სამეცნიერო

23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა

27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...

სიახლეები

სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7)  უნივერსიტეტში სალექციო კურსს...

სიახლეები

განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...

სამეცნიერო

სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის  პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...

სამეცნიერო

სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ენობრივი მოდელირების...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?