სტუ-ს ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის უფროსი მაიკლ სტეინფილდი და მისი ასისტენტი იოჰანე ერიკსენი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ სტეინფილდი და იოჰანე ერიკსენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დევი ხვედელიანს, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს ლენა შატაკიშვილს, დეკანის მოადგილეს სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობებში ვახტანგ გვიშიანს და ფაკულტეტის პროფესორებს: გრიგოლ ხელიძეს და გიორგი გიგინეიშვილს, შეხვდნენ.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დევი ხვედელიანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის მმართველობისა და იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლების უნივერსიტეტში ვიზიტი უკავშირდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანიც, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, სტუ-ის სტუდენტებისათვის ნორვეგიაში სწავლის ხელშეწყობაა.
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის თანამშრომლობა 2013 წლის 3 ივლისს დაიწყო, როცა გაფორმდა სამმხრივი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმი გულისხმობს საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და მიღებული მონაცემების საფუძველზე ვებგვერდის შექმნას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, შეცდომების გასწორება და გამოტოვებული ინფორმაციის შევსება.
მიღებული შედეგების დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე, მდინარეების ჩამონადენისა და მშენებლობისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით გამოიკვეთა პრიორიტეტული პოტენციური ჰიდროელექტროსადგურები.
GIS სისტემის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ციფრული რუკა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია პოტენციური ჰიდროსადგურების სავარაუდო მონაცემების შესახებ: კოორდინატები, სიმძლავრე, გამომუშავება, მშენებლობისათვის საჭირო ინვესტიციის ოდენობა და სხვა, რაც ინვესტორებს გაუმარტივებს სასურველი პროექტის შერჩევის პროცესს. პროექტი წარმატებით დასრულდა, რაც თანამშრომლების გაღრმავებისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან ერთად ახალი პროექტის ინიციiრების საფუძველი გახდა. შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი”, – განაცხადა დევი ხვედელიანმა.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, ნორვეგიის სამეფოს პროექტით, 2018 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის ფაკულტეტის 8 სტუდენტმა ისარგებლა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის დამუშავდა მაგისტრატურის პროგრამა ჰიდროინჟინერიის განხრით.
ამ დროისთვის პროგრამაზე სწავლობს ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებიც 2024 წელს დაასრულებენ სწავლას. ასევე გვყავს სტუდენტები, რომელთაც წარმატებით დაასრულეს ორწლიანი პროგრამა და საქართველოში დაბრუნდნენ. გარდა ამისა, დირექტორატის დახმარებით წარმატებით შემუშავდა განახლებადი ენერგიების შესახებ კანონპროექტი და სხვა.
„მაიკლ სტეინფილდიმ და იოჰანე ერიკსენმა ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს პროექტში ჩართული ყველა უწყება, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამამ, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორზე, სტუდენტების ცოდნის ამაღლებასა და მათ კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბების პროცესზე. ჩვენ მზაობა გამოვთქვით, სამომავლოდ, მსგავს პროგრამებში ჩართულობასა და განხორციელებაზე“, – განაცხადა ლენა შატაკიშვილმა.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...