სტუ-სა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და „პარაგრაფ თბილისს“ გენერალურმა მენეჯერმა იან თომას კარლ ვან ოპსტალმა.

სტუ-ის კანცლერის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, სადაც ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, ამდენად „პარაგრაფ თბილისსთან“ გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია.

„ღონისძიებები, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ დაიგეგმა გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს, ეს იქნება დასაქმების ფორუმი, თუ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ძალიან კარგი პლატფორმაა სტუდენტების დასაქმებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში აქვს კომინიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სტუდენტის ინტერესს და ვცდილობთ,  რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ.  „პარაგრაფ თბილისი“ არის წარმატებული ბიზნესი, ამიტომ, დღეს, უნივერსიტეტსა და სასტუმროების ქსელთან გაფორმებული მემორანდუმი, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვებისა და გაღრმავების გარანტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების საშუალება. სასტუმროების ქსელში – „პარაგრაფ თბილისი“, მემორანდუმის თანახმად, 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მადლობას მოვახსენებ ბატონ იან თომას კარლ ვან ოპსტალს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.

 


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ