სტუ-ის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები – PCI 2023“
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა ზაზა ცირამუამ საერთაშორისო კონფერენციაში – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023) “, მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე, „ინტელექტუალური სისტემების“ სექციაში, პირველ მომხსენებლად დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორი ზაზა ცირამუა წარსდგა.
ზაზა ცირამუას განცხადებით, მოხსენებამ- „პროგნოზირების ჰიბრიდული მეთოდი ექსპერტებისა და სისტემების გამოყენებით“, დიდ ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო კონფერენციის PCI 2023-ის ორგანიზატორების მიერ სექციის სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის დასახელდა.
„მოხსენების ავტორები ჩემთან ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები – ზურაბ გასიტაშვილი, მერაბ ფხოველიშვილი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე და აზერბაიჯანელი მეცნიერი ვუგარ ალიევი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილული იქნა პროგნოზირების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავდაპირველად განიხილავს პროგნოზირების „აუცილებელ“ და „საკმარის“ მოდელებს, შემდეგ ხდება მოდელების საუკეთესო წყვილებისა ან სამეულების არჩევა, ექსპერტების ჩართულობით. პროგნოზის შედეგი კი არის ექსპერტისა და მოდელის პროგნოზების თანაკვეთის საუკეთესო წყვილი. წარმოდგენილი ალგორითმების საილუსტრაციოდ განხილული იქნა კონკრეტული მაგალითი“- განაცხადა პროფესორმა ზაზა ცირამუამ.
კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე კი ნაშრომებს მიენიჭება DOI. ასევე, ნაშრომს დაბეჭდავს გამოცემა „ შპიგელი“ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. მოხსენება რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...