სტუ-ში Erasmus+ საერთაშორისო პროექტების შედეგებისა და პერსპექტივების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დარბაზში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით,  ორდღიანი სამუშაო შეხვედრა  მიმდინარეობს თემაზე: „საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში“.

7 აპრილს, შეხვედრა სტუ-ის  ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისათვის საერთაშორისო საგრანტო პროგრამების მნიშვნელობა და  განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ინსტიტუციური გამოცდილების დაგროვებას, ისე სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მიმდინარე პროექტების შედეგების წარმოდგენას, დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას და პროექტების მართვის ეფექტიანი მოდელების წარმოჩენას.

შეხვედრის ძირითადი მიზნებია:

  • უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების პროგრესის წარმოჩენა;
  • საგრანტო პროგრამების საჯაროობის გაზრდა;
  • პროექტების მართვის პროცესში არსებული გამოწვევების განხილვა და გადაჭრის გზების იდენტიფიცირება;
  • აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის გამოცდილების სისტემური გაზიარება.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ინსტიტუტების დირექტორები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც შეხვედრას ინტერდისციპლინურ და ფართო მასშტაბის ხასიათს ანიჭებდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელებმა და პერსონალმა.

დღევანდელი შეხვედრა დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებს. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს 10 მიმდინარე პროექტი, რომელთა შესახებ მოხსენებები პროექტების ხელმძღვანელებმა და პროექტებში ჩართულმა პერსონალმა წარადგინეს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამუშაო შეხვედრა ორდღიანია და შეხვედრა 8 აპრილსაც გაგრძელდება. მეორე დღეს,   Horizon Europe-ისა და სხვა საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელებენ.   მონაწილეები სხვადასხვა საგრანტო ინსტრუმენტებს და მათი განხორციელების სპეციფიკას გაეცნობიან.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობს – თითოეული პრეზენტაციის შემდეგ იმართება დისკუსია,  მონაწილეები განხილვაში აქტიურად ერთვებიან და მათთვის მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ  დასმულ შეკითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ღებულობენ.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის, საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად და საგრანტო პროექტების ეფექტიანი მართვის თანამედროვე მიდგომების გასაცნობად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საგრანტო სივრცეში პოზიციების გასამყარებლად, საერთაშორისო პარტნიორობების გასაფართოებლად და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის.


მსგავსი

სიახლეები

კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი – უფასო სასწავლო კურსი სტუ-ის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 𝙀𝙧𝙖𝙨𝙢𝙪𝙨+ პროგრამის- Micro-GEAR პროექტის ფარგლებში, ორთვიან სასწავლო კურსზე- კომპიუტერული ქსელის ტექნიკოსი,  სტუდენტების მიღებას აცხადებს. სწავლა  21 აპრილს...

სიახლეები

სტუ-ის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული...

სიახლეები

წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის  06 აპრილს დაიწყება და 11 მაისის...

სიახლეები

სტუ-ში გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორგანიზებით, გეოლოგის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გაიხსნა, რომელზეც ქვეყნის ერთ-ერთი მთიანი...

სიახლეები

საერთაშორისო საგრანტო პროექტების ანგარიში და გამოცდილების გაზიარება სტუ-ში

7-8 აპრილს,  11: 00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართება  სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საერთაშორისო პროექტები -...

სიახლეები

პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სტუ-ში ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „ჰაერის კონდიცირების სპეციალისტი“, „ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?