სტუ-ში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაცია იმყოფება
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციას, პროფესორებს: ფენგ ქსიონგს, მა ფენგინს და გე იანქსიას, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სამომავლო გეგმები.
როგორც სტუ-ის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის ექვს უნივერსიტეტთან, მათ შორის, ლანჯოუს, სიჩუანის, ხანგოუს ეძიან კუნშანგის, გუიჯოუს, ჟეიჯანგი ვანლის, ტიანძინის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების უნივერსიტეტებთან და სოციალური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტთან, აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში არის ერთ-ერთი წამყვანი საინჟინრო უმაღლესი სკოლა. უნივერსიტეტში 2018 წლიდან ფუნქციონირებს ჩინეთის კვლევითი ცენტრი, რომლის ბაზაზე წელიწადში 50-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება ჩინურ ენას. უნივერსიტეტის მეცნიერებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში. ერთ-ერთი საერთაშორისო კონფერენცია სტუ-მ ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით ჩაატარა. წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფ სიჩუანის და ლანჯოუს უნივერსიტეტების დელეგაციებს. წელსვე, პირადად მე, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი სიჩუანის უნივერსიტეტში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში უახლოეს მომავალში დავიწყებთ, ეს ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსებაა. კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს და ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და ცენტრთან. ამდენად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის საგანმანათლებლო სივრცის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა საწინდარია სამომავლოდ სტუ-სა და ჩინეთის სოცლაიური განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს შორის. წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველ და ჩინელ მეცნიერებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა კვლევებში“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სალექციო კურსების შემუშავების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობლობებზე იმსჯელეს, რაც ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებასა და მაღალი ტექნოლოგიების ერთობლივად დანერგვას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვედრისა და საინტერესო სამომავლო გეგმების დასახვისათვის. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს ჩინეთის სოციალური განვითარების ეროვნული ინსტიტუტი მზადაა სტუ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და კვლევების ჩატარებისთვის.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...
სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...
სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...