სტუ-ის სტუდენტებმა კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, გვანცა ჩხეიძეს შეხვდნენ.

სტუდენტებმა ომბუდსმენისგან, ვიზუალური მასალისა და სტატისტიკური მონაცემების თანხლებით, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

როგორც გვანცა ჩხეიძე აცხადებს, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან (ComCom) დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური რეგულარულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის სტუდენტებთან. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პროცესში, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია მომხმარებლის უფლებებისა და განსაკუთრებით, მომსახურების გამწევ კომპანიასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიღების უფლების, ასევე, კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის არსებობისა და მისი კომპეტენციის თაობაზე, რადგან მომხმარებლის ინტერესებისა და უფლებების დაცვას სწორედ ეს სამსახური უზრუნველყოფს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მხრიდან ჩვენი საინფორმაციო კამპანიის მიმართ დაინტერესება ამდენად დიდია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც  ინტერნეტისა და ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, გავუზიაროთ სრულყოფილი ინფორმაცია კომუნიკაციების სფეროში, არა მხოლოდ თავიანთი უფლებების, არამედ საკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ვალდებულებების შესახებაც. სტუდენტებს გავაცანით კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის ძირითადი ფუნქციები. მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში, როგორ შეამოწმოს ინტერნეტით მომსახურების ხარისხი ონლაინ პორტალის მეშვეობით, კონკრეტულად ვის მიმართოს, სად და რა ფორმით წარადგინოს განცხადება თუ საჩივარი და როგორია მათი განხილვის წესები და ვადები“,  –  აღნიშნავს გვანცა ჩხეიძე.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტის, ერეკლე სარიშვილის თქმით, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან სტუდენტებმა მრავალმხრივ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

„საინტერესო შეხვედრა შედგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით კომუნიკაციების სფეროს ომბუდსმენს. მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ და ისიც, თუ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და მისი სამსახურის არსებობა. შევიტყვეთ, თუ როგორ შეგვიძლია ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური პორტალის მეშვეობით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვის უნდა მივმართოთ და საკუთარი უფლებები როგორ დავიცვათ“, – ამბობს სტუდენტი ერეკლე სარიშვილი.

კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან ინტერაქციურ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, სხვადასხვა ფაკულტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?