რესურსები
PROMENT-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბოლოო პიჩინგის ღონისძიება გაიმართა
14 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში გაიმართა PROMENT-ის ტუტორინგის და მენტორინგის პროგრამის შემაჯამებელი პიჩინგის ღონისძიება. აქტივობა პროექტის მეორე პილოტირების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა პროგრამის მონაწილეთა მიერ მიღებული გამოცდილებისა და შედეგების წარმოჩენას.
ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი გიწვევთ ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების ფინალურ პიჩინგ ღონისძიებაზე – „ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები”, რომელიც გაიმართება 2026 წლის 14 იანვარს, ოფლაინ ფორმატში.