აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  რუსლან აბაშიძე. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს, სასიქადულო მამულიშვილს, დავით გურგენიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავთ დაბადების 60 წლის იუბილეს. სურვილები ნამდვილად დიდია, რადგან იგი გამოირჩევა ცხოვრებით, რომელიც ქვეყნის სამსახურს, ინოვაციურ კვლევებს და მუდმივად მომავალ თაობაზე ფიქრს მოიაზრებს. ბატონი დავითი აღსავსეა სიკეთის კეთების უდიდესი ნიჭით…

90-იან წლებში, როცა ქართულ-აფახაზურმა კონფლიქტმა უდიდესი დანაკარგი და ფსიქოლოგიური ტრამვა მოუტანა ადამიანებს, როცა პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, როცა რუსული პოლიტიკური ძალები აშკარა ზეწოლას ახდენდნენ იმ ქართველებზე, რომლებიც დევნილების მიმართ არაერთ საქველმოქმედო დახმარებას გასცემდნენ, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, პოლიტიკური დევნის, რეპრესიების, დავით გურგენიძე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, დიდ თანადგომას უწევდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დევნილობაში იმყოფებოდნენ და საჭიროებდნენ პერმანენტულ დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.

 ზოგადად, ომი ყველაზე სასატიკი რამ არის, რაც კაცობრიობამ მრავალგზის გადაიტანა და უამრავი მსხვერპლიც გაიღო. ცხოვრება ომია, რომელიც აყალიბებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, თვითშეგნებას, მსოფლმხედველობას… დავით გურგენიძისთვისაც ასეა,  სამოცი წელი არც ისე ბევრი დროა იმ დამსახურების, შრომის, ავტორიტეტის მოსაპოვებლად რაც მან, ამ დროის მანძილზე შეძლო.

დავით გურგენიძისთვის მრავლფეროვნება, სიახლეებისკენ უდიდესი მისწრაფება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ყველაზე აქტუალური და მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატულებაა.

ახლაც დიდი ინტერესითაა ჩართული ყველა იმ საკითხში, რაც ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებაზე ზრუნვას ეხება. ეს გამოიხატება, საქმიანი ურთიერთობებით.

 ბატონ დავითს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაბადების დღეს. მის მიერ ღირსეულად განვლილი გზებით და გამოცდილებით მოტივირებულები ვართ, რომ უნივერსიტეტის და ჩვენი სამინისტროების ურთიერთობა კიდევ უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გახდეს. რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მივცეთ საშუალება დაკავდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებით და აჰყვეს მის გულის ცემას. ეს კი, საბოლოო ჯამში იმ მიზანს გაამართლებს, რისკენ სწრაფვაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის გამორჩეულად ნოვატორ რექტორს აქვს – სამომოვალოდ, ქვეყანას განვითარებული, განათლებული, ეროდირებული, ჯანსაღად მოაზროვნე, ჯანმრთელი თაობა მართავდეს“  – ამონარიდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის  მილოცვის ტექსტიდან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს.  იგი იუბილარს  ჯანმრთელობას და  ხანგრძლივ სიცოცხლეს უსურვებს.

  „თვალსაჩინო მეცნიერმა, სასახელო პიროვნებამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ  მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა შორის და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს მის სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ბატონი დავითი როგორც პროფესორი, დეკანი და შემდგომ რექტორი უთმობს ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარების საკითხებს, საერთოდ კი სტუდენტი ახალგაზრდობა ყოველთვის იყო მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და დღესაც ასეთად რჩება.

დიდი, სამაგალითო შრომითი გზა განვლო ბატონმა დავითმა – მისი შრომითი ბიოგრაფია იწყება მცხეთაში სამრეწველო კომბინატის მუშად დასაქმებიდან, შემდეგ ის მუშაობდა ზეინკლად, მონაწილეობდა ენგურჰესის მშნებლობაში, პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აგებული ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული ჰიდროკვანძებისა და თბოელექტროსადგურების საექსპლუატაციო ანალიზსა და მონიტორინგს, სხვადასხვა ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის მშნებლობა-რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

ბატონი დავითი,  არის რამდენიმე უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის საპატიო დოქტორი და პროფესორი, მეცნიერების განვითარებაში მისი დიდი ღვაწლის აღსანიშნავად 2023 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად, მისი ღვაწლის აღიარება იყო ის, რომ სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისთვის 1999 წელს, ბატონი დავითი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2023 წელს – დანტე ალიგიერის საზოგადოების ოქროს მედლითა და დიპლომით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია,  მისი როგორც რექტორის კომპეტენტური და ღრმად გააზრებული დამოკიდებულება აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირინგის ფაკულტეტის განვითარების საკითხისადმი.

ბატონო დავით, საქართველოს სოფლის მეურენეობის მეცნიერებათა აკადემია გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას დაბადების მე-60 წლისთავს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“ –  ნათქვამია მილოცვის ტექსტში.  

სტუ-ში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა.

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჯაფარიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მეცნიერ-თანამშრომლებს  მიულოცა ინსტიტუტის დღე და წარმატებები უსურვა მათ. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, მალე ინსტიტუტში მთელი სიმძლავრით ამუშავდება მაღალი წარმადობის მქონე გამოთვილითი კომპლექსი, რომელიც ინსტიტუტმა ევრო-გრანტის და შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით შეიძინა.

„ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 76 წლისაა. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალკვალიფიციური მეცნიერები მოღვაწეობენ. ყველაზე სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერების გვერდით ახალი თაობა დგას, რომელსაც ყველა პირობა აქვს საქართველოს, სტუ-ისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სახელი მსოფლიოს გააცნონ. საკმარისია გავიხსენოთ ინსტიტუტის ერთ-ერთი გამარჯვება, რაც უკავშირდება ევროკომისიის „Horizon Europe”-ს პრესტჟულ საერთაშორისო გრანტს. ინსტიტუტმა მოიპოვა გრანტი და მეცნიერები კვლევებს ატარებენ გერმანელ და ფრანგ სამეცნიერო წრეებთან ერთად. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადაგდმა საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. მინდა ინსტიტუტის ყველა თანამშრომელს, ძველი და ახალი თაობის მეცნიერებს ინსტიტუტის დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ინსტიტუტის დღის დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული მეცნიერის მიმართ იჩენს.

როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა გასული საუკუნის 50-იან წლებში ნიკო მუსხელიშვილმა სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. ნიკო მუსხელიშვილის დამსახურებით საქართველოში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მათემატიკის ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა. გამოთვლითმა ცენტრმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში.

„დღეისათვის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით და საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის თანამედროვე დაწესებულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პირობებში ახალი ცოდნის მოპოვებას, გავრცელებას და გამოყენებას ფუნდამენტური, ტექნოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სფეროში. ინსტიტუტში აღზრდილი მრავალი სპეციალისტი დღესაც წარმატებით საქმიანობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თავისი არსებობის მანძილზე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი იყო და არის სამეცნიერო დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს კვლევები გამოთვლითი მეთოდების, სტოქსტური ანალიზის, მათემატიკური მოდელირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ინსტიტუტში შესაძლებელია ისეთი სამუსაოების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, ბუნებრივი ან ტექნიკური ხასიათის კატასტროფის შემთხვევაში მოვლენათა შემდგომი შესაძლო განვითარების ანალიზი, სატრანსპორტო სისტემების ფუნქციონირების რეგულირება, გადაწყვეტილებათა მირების მხარდამჭერი და კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით და მრავალი სხვა. მინდა ჩვენი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ინსტიტუტის წარმატებაში, დიდი მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის. გილოცავთ ინსტიტუტის დღეს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვახტანგ კვარაცხელიამ.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დღე კოლეგებს მიულოცეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა გიორგი ჯაფარიძემ.

ღონისძიების დასასრულ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა  საპატიო დიპლომები გადასცა ნიკო მუსხელიშვილის გამოთვილითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს გიორგი გიორგობიანს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ჰამლეტ მელაძეს.

სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები ულოცავენ

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და ორგანიზაციებში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი,

ენრიკო ფერმის ინსტიტუტი (აშშ)

ძვირფასო პროფესორო  გურგენიძე,

ჩემმა კოლეგამ, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ მაცნობა თქვენი 60 წლის დაბადების დღის შესახებ. მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულითადად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამასთანავე, მინდა ხაზი გაუსვა იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც ჩამოყალიბდა   ბ-ნ  ზვიად წამალაიძესთან და მის კოლეგებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

DUNE Experiment-ი მსოფლიოში წამყვანი ნეიტრინო ექსპერიმენტია, რომელიც აერთიანებს 1500 კოლაბორატორს მთელი მსოფლიოდან. მე ვიყავი DUNE-ის თანახელმძღვანელი 2017-2021 წლებში და 2019 წელს  მომეცა შესაძლებლობა ვწვეოდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენი 60 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

ედვარდ ბლიუხერი,

ენრიკო ფერმის ინსტიტუტის დირექტორი,

ფიზიკის დოქტორი

Dear Professor Gurgenidze:

My colleague Prof. Zviadi Tsamalaidze informed me of your 60th birthday celebration. I

wanted to take the opportunity to wish you a happy birthday, and to tell you how much we

have appreciated our collaboration with Prof. Tsamalaidze and his colleagues at GTU. We

are collaborators on the DUNE Experiment, a world-leading neutrino experiment involving

1500 collaborators from around the world. I served as co-leader of the DUNE

Collaboration from 2017-2021, and had the opportunity to visit GTU in 2019.

Again, please accept my best wishes for your 60th birthday.

Sincerely,

Edward C. Blucher

Director, Enrico Fermi Institute

Professor of Physics

  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN CMS (შვეიცარია)

ძვირფასო პროფესორო  გურგენიძე,

გთხოვთ, მიიღოთ  ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა თქვენი დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით!

საუკეთესო სურვილებით,

ლუკა მალგერი,

CERN CMS ჯგუფის ხელმძღვანელი

ძვირფასო დავით,

მინდა, ასევე, მოგილოცოთ, CERN-იდან ჩემი კოლეგების სახელით, 60 წლის იუბილე! ვიმედოვნებ, თავს ჯანმრთელად გრძნობთ. საქართველოში ჩემი ვიზიტიდან ერთი წელი გავიდა და ის ემოცია დღემდე სასიამოვნო მოგონებად მომყვება. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა – შესანიშნავი გამოცდილება იყო.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალში, რაც მთავარია ჯანმრთელობას!

იმედია მალე შევხვდებით.

პატივისცემით, ჟენევიდან,

იოახიმ მნიხი,

კვლევის და კომპიუტინგის დირექტორი


Dear David,

I would like to congratulate you also in the name of my colleagues here
at CERN to your 60th birthday! I hope this message finds you at good
health. One year has passed already since my visit to Georgia and it is
still very present in my memory. Thank you very much again for this
wonderful experience.
I wish you all the best for the future, most importantly health. And
hope to meet you soon again.

Kind regards from Geneva,
Joachim

იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი

ორგანიზაცია – KEK (იაპონია)

ძვირფასო პროფესორო დავით გურგენიძე,

გილოცავთ 60 წლის იუბილეს! მადლობელი ვარ, რომ მეგულებით მენტორად და მეგობარად. თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან გამიმართლა, რომ თქვენი სახით მყავდა და მყავს შესანიშნავი მხარდამჭერი და ხელმძღვანელი.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული ოჯახთან ერთად!

პატივისცემით,

სატოში მიჰარა

იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი

ორგანიზაციის პროფესორი


Dear Grate Gavid Gurgenidze,

Happy 60th birthday! I am so grateful to have you as a mentor and friend. You have taught me so much about life and work, and I am so lucky to have had your guidance and support.

I wish you all the best in the years to come. May you continue to be healthy, happy, and successful with your family.

Sincerely,
Satoshi

Satoshi Mihara

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია – CERN (შვეიცარია)

ძვირფასო დავით,

მჯერა, რომ ჯანმრთელად და ამაღლებულ განწყობაზე ბრძანდებით. უდიდესი სიამოვნებით გიგზავნით გულმხურვალე სურვილებს დაბადების დღის აღსანიშნავად. თქვენი დაბადების დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რათა გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა თქვენი ღვაწლის მიმართ.

როგორც სტუ-ის რექტორი, თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია თანამშრომლებისა და ურიცხვი სტუდენტის მომავლის ჩამოყალიბებაში. თქვენი ხელმძღვანელობით ხელს უწყობთ მოწინავე აკადემიური გარემოს განვითარებას, ინოვაციისა და ინკლუზიის გაძლიერებას. თქვენი ხელმძღვაენლობით უნივერსიტეტმა გააფართოვა თავისი ჰირიზონტი და მიაღწია ახალ სიმაღლეებს განათლებასა და სამეცნიერო კვლევებში. თქვენი დაუღალავი შრომა, პრინციპულობა და თავდადება სანიმუშო მაგალითია, როგორც კოლეგებისთვის, ასევე,  სტუდენტებისთვისაც.

ვინაიდან აღნიშნავთ 60 წლის იუბილეს, გისურვებთ იმის შესაძლებლობას, რომ გეხილოთ  თქვენი მიღწევებისა და პოზიტიური ზეგავლენის მნიშვნელობა მრავალ ადამიანზე. თქვენი ერთგულება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ ხომ ესოდენ ექსტრაორდინალურია!

ამ გამორჩეულ დღეს გისურვებთ მრავალ სიხარულსა და იმის შესაძლებლობას, რომ მნიშვნელოვანი დრო გაატაროთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, ბედნიერებასა და ულევ წარმატებას.

გილოცავთ დაბადების დღეს, დავით! დაე, ეს დღე ყოფილიყოს ისეთივე გამორჩეული, როგორადაც გამორჩეულად უძღვებით უნივერსიტეტს. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა ხანგრძლივი იქნება.

გულითადი სურვილებით,

პროფ. ტიციანო კამპორეზი

Dear David

I hope this letter finds you in excellent health and high spirits. As we celebrate another year of

your remarkable journey through life, I am delighted to extend my warmest and most sincere

birthday wishes to you. Your birthday is not just a personal milestone but an occasion for all of

us at GTU to express our gratitude and admiration for your dedicated leadership and unwavering

commitment to our institution.

Your role as the rector of GTU has been instrumental in shaping the future of countless students,

faculty, and staff members. Your leadership has helped foster an environment of academic

excellence, innovation, and inclusivity. Under your guidance, the university has flourished,

expanding its horizons and reaching new heights in education and research.

Your tireless efforts, integrity, and dedication have not only earned the respect of your

colleagues but also the hearts of students who look up to you as a role model.

As you celebrate another year of life, may you find time to reflect on your accomplishments and

the positive impact you’ve made on the lives of so many. Your dedication to GTU has been

nothing short of extraordinary.

On this special day, I wish for you to have moments of joy, relaxation, and the opportunity to

spend quality time with your loved ones. May the year ahead be filled with good health,

happiness, and continued success in all your endeavors.

Happy birthday, David! May your day be as exceptional as the leadership you have provided to

GTU. I look forward to many more years of collaboration and friendship.

COMET ექსპერიმენტი (იაპონია)

ძვირფასო რექტორო, პროფესორო დავით გურგენიძე,

ვიცი, რომ დღეს თქვენი დაბადების დღეა – გისურვებთ ულევ ბედნიერებას და მრავალ, მრავალ მშვენიერ მოგონებას. მე აღვნიშნავ თქვენს 60 წლის იუბილეს.

საუკეთესო სურვილებით,

პროფ. იოში კუნო

COMET ექსპერიმენტის სპიკერი

Dear Prof. Dr. David Gurgenize, Record of GTU,

I have known that today is your birthday. If so, wishing you continued happiness and many more years of wonderful memories ahead and I celebrate your 60th birthday.

With best regards,

– Yoshi KUNO –
Spokesperson of the COMET experiment, Japan

ლონდონის იმპერიალ კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)

ძვირფასო პროფესორო გურგენიძე,

მე გახლავართ იოში ოჩიდა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტიდან და ასევე – COMET ექსპერიმენტის კოლაბორაციის საბჭოს თავმჯდომარე.

ექსპერიმენტში ჩართული ჩემი კოლეგების, ასევე, ლონდონის იმპერიალ კოლეჯისა და დიდი ბრიტანეთის სახელით, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისად აღნიშნავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და ვიმედოვნებთ,  მომავალში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გვექნება.

გილოცავთ,

იოში ოჩიდა

Dear Professor Gurgenidze,

My name is  Yoshi Uchida,  of the Imperial College  London Department of
Physics,   and  I   am   Collaboration   Board   Chair   for  the  COMET
Muon-to-Electron Conversion Search Experiment.

On behalf  of my colleagues on  the experiment,  as well as  those of us
here at Imperial College London and the United Kingdom,  we wish you all
the best on the occasion of your 60th birthday.

We hope  you have a wonderful  day,  and look forward  to continuing our
fruitful collaboration with GTU for many years into the future!

Congratulations,

Yoshi

KEK (იაპონია)

16 ოქტომბერი, 2023

ძვირფასო პროფესორო დავიდ გურგენიძე,

ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელად და ამაღლებულ განწყობაზე ბრძანდებით. თქვენი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მინდოდა მესარგებლა შემთხევვით და გულითადად მომელოცა თქვენთვის.

წლების განმავლობაში ჩემთვის  დიდი პატივი და პრივილეგია იყო, მეთანამშრომლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სხვადასხვა კვლევის ფარგლებში. თქვენი ხელმძღვანელობა და თავდადება განათლებისა და ცოდნის მიმართ არა მხოლოდ ქმნის აკადემიურ ბაზისს სტუ-ში, არამედ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გლობალურ აკადემიურ საზოგადოებაზე.

ვინაიდან ვდღესასწაულობთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას, მინდოდა გამომეხატა ჩემი ღრმა პატივისცემა ჩვენი კოლაბორაციის პერიოდში გამოხატული თქვენი  მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობისთვის. თქვენი სიბრძნე და ხედვა უმნიშვნელოვანესია ჩვენი მიღწევებისთვის და ვიმედოვნებ, მომავალშიც ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება.

60 წელი მნიშვნელოვანი თარიღია და იმედი მაქვს, ეს წელი მოგიტანთ ულევ სიხარულს, ჯანის სიმრთელესა და წარმატებას ყველა თქვენს წამოწყებაში. დაე, თქვენი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი აღსავსე იყოს დიდი შესაძლებლობებითა და დასამახსოვრებელი მოგონებებით.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ 60 წლისთავს, პროფესორო დავით გურგენიძე. თქვენი ხელმძღვანელობა შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის და მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვიდგე და ვიმუშავო თქვენ გვერდით.  გისურვებთ ნათელი მომავალსა და თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალ, მრავალ წელს.

გულითადი სურვილებით,

ნაოჰიტო საიტო,

ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (KEK) დირექტორი

  KEK (Japan)

October 16, 2023

Dear Professor David Gurgenize,

I hope this letter finds you in good health and high spirits. On this special occasion of your 60th

birthday, I wanted to take a moment to extend my warmest congratulations and heartfelt best

wishes to you.

Over the years, it has been both an honor and a privilege to collaborate with you and Georgian

Technical University on various research endeavors. Your leadership and dedication to the

pursuit of knowledge have not only shaped the academic landscape at GTU but have also had

a lasting impact on the broader global academic community.

As we celebrate this milestone in your life, I wanted to express my gratitude for the support and

guidance you have provided throughout our collaborative efforts. Your wisdom and vision have

been instrumental in our shared achievements, and I look forward to continuing our fruitful

collaboration in the future.

Turning 60 is a remarkable milestone, and I hope this year brings you an abundance of joy,

good health, and continued success in all your endeavors. May this new chapter in your life be

filled with exciting opportunities and memorable moments.

Once again, happy 60th birthday, Professor David Gurgenize. Your leadership inspires us all,

and I am grateful for the opportunity to know and work alongside you. Here’s to a bright future

and many more years of collaboration and friendship.

Warmest wishes,

Naohito SAITO

Director of Institute of Particle and Nuclear Studies, KEK


  სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი, აშშ

ძვირფასო პროფესორო გურგენიძე,

მინდა მოგილოცოთ 60 წლის იუბილე. ღონისძიების შესახებ მაცნობა ჩვენმა თანამშრომელმა ზვიად წამალაიძემ.

Საუკეთესო სურვილებით,

რობერტო პეტი

ფიზიკის პროფესორი,

ფიზიკისა და ასტრონომიის კათედრა,

სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი, აშშ

University of South Carolina, USA

Dear Prof. Gurgenidze,

I would like to congratulate with you in the occasion of your 60th birthday. I was informed by our collaborator Zviadi Tsamalaidze about the event.

Best wishes,

Roberto Petti

Professor of Physics,

Department of Physics and Astronomy,

University of South Carolina, USA 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს 60 წლის იუბილე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიულოცა. გიორგი ამილახვარმა მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ვულოცავ დაბადებიდან 60 წლის იუბილეს.

ბატონ დავითს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. უნივერსიტეტში მოღვაწეობისას მან, თავის გუნდთან ერთად, არაერთი ღირებული ინიციატივა და საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რაც უნივერსიტეტის წინსვლის კუთხით მართლაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს და გრძელდება აქტიური თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მხნეობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს თქვენს ოჯახთან ერთად”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტუ-ის რექტორს იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს.

„ ბატონო დავით,

გულითადად გილოცავთ დაბადების 60 წლისთავს. თქვენ ბრძანდებით საქართველოს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, რაც დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ჩვენი მომავალი თაობის სერიოზული ნაწილის ხვალინდელი დღე თქვენს სივრცეში ყალიბდება.  ეს მეტად რთული და საინტერესო პროცესი კი, უდიდეს ძალისხმევას ითხოვს, მითუმეტეს ჩვენს რთულსა და სწრაფად ცვალებად დროში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ უნარი ამ ჯვრის ღირსეულად მტვირთველობისათვის, რაც, განათლებასთან ერთად, ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების განმტკიცებას გულისხმობს.

პატივისცემით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე “

 

სტუ-ში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც, სტუ-სა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს.

სტუ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი და ამავე სამსახურის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, ხოლო ფონდის მხრიდან – პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021 წლიდან პარტნიორობს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან. სამი წლის განმავლობაში სტუ-ის სამშენებლო, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების უმაღლესი რეიტინგის მქონე 18 სტუდენტი ბექაიას ფონდის სტიპენდიატი გახდა. უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, სემესტრის მანძილზე ფონდმა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდია გადასცა. გარდა ამისა, ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 აბიტურიენტი/პირველკურსელი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ჩაირიცხა, ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ფონდმა მათ  ერთჯერადად 1500-ლარიანი პრემია გადასცა.

შეხვედრაზე მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე ფონდის სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ ახალ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.  

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფონდის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების განხორციელებაში შეტანილ სიახლეებზე, ახალდანერგილ პრიორიტეტულ და აკრედიტაციაგავლილ საბაკალავრო პროგრამებსა და სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს თამაზ ბექაიას ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფონდის სტიპენდიანტთა და პრემიის მფლობელთა დაჯილდოების მორიგ ცერემონიაზე მიიწვია. როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ფონდი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიებით დააჯილდოებს და ასევე, ფონდის პრემიის მფლობელებს – ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელებს გამოავლენს.

 

სტუ-ის სპორტულ გუნდებში ახალი ნაკადის მიღება იწყება!

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

სტუ-ში სპორტული გუნდებისათვის ახალი ნაკადის შესარჩევი შეხვედრები იწყება და

სპორტით დაიტერესებულ ყველა სტუდენტს გელოდებათ.

იხილეთ შეხვედრების თარიღები სპორტის სახეობების მიხედვით:

კალათბურთი

  • ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი – 11:30-13:00 საათზე

  • პირველი კორპუსის დარბაზი

  • მთავარი მწვრთნელი: ლევან ტყეშელაშვილი (597 37 34 32)

  • მწვრთნელის ასისტენტი: გულივერ ახალკაცი (593 20 39 99)

                                      ფრენბურთი (ბიჭები)

  • ხუთშაბათი – 11:30-13:30 საათზე

  • პირველი კორპუსის დარბაზი

  • მთავარი მწვრთნელი: სულხან ახვლედიანი (577 28 44 33)

ფრენბურთი (გოგოები)

  • პარასკევი – 11:30-13:30 საათზე

  • პირველი კორპუსის დარბაზი

  • მთავარი მწვრთნელი: გიორგი ქართველიშვილი (599259955)

რაგბი

  • ორშაბათი და ოთხშაბათი – 20:00 საათზე

  • ავთო ვარაზის N6

  • მთავარი მწვრთნელი: ირაკლი გიორხელიძე (599 39 39 71)

კარატე

  • ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი – 15:00- 17:00 საათზე

  • მთავარი მწვრთნელი: პაატა ფრანგიშვილი (599 40 93 90)

  • მეცხრე კორპუსის დარბაზი

კიკ-ბოქსი

  • ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი – 17:00 საათზე

  • პირველი კორპუსის დარბაზი

  • მთავარი მწვრთნელი: ლერი სუბელიანი (599 85 51 40)

ფუტსალი

  • ოთხშაბათი – 15:00 საათზე        

  • შაბათი – 16:00 საათზე

  • მეცხრე კორპუსის დარბაზი

  • მთავარი მწვრთნელი: ლაშა ცნობილაძე (577 50 44 24)

სტუ-ში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში საუნივერსიტეტო საზოგადოება საკუთარ წვლილს შეიტანს მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდისა და ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში მათი მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან – „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის, ძუძუს კიბოს რისკებისა და რეგულარული სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ირმა ზავრადაშვილმა, ნინო წილოსანმა და  ბაია კვიციანმა,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ კიღურაძემ, უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მედიკოსებმა. 

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და მას 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს. „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევად აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

როგორც რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი ადმინისტრაცია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის შესახებ საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების აქტიური ინფორმირების, ამ მიმართულებით მათი ცნობადობის ამაღლების ღონისძიებებს, რაც რექტორის თქმით, დაავადების პრევენციისა და სკრინინგ-კვლევების რეგულარულად ჩატარების ჩვევების გამომუშავებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი გზაა.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ კიღურაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი გზავნილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამებში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობის გაცნობიერებაა. ეთერ კიღურაძის თქმით, საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომლით სარგებლობაც ბენეფიციარებს უფასოდ შეუძლიათ, ხოლო საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება კი აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება განკურნებადია და, ამასთან ერთად, მცირე ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, როგორც პაციენტის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ ყურადღება გაამახვილა, როგორც კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, ასევე, ახალგაზრდებში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და არსებულ პროგრამულ სიახლეებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია, ყველა დაინტერესებულ უწყებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტებთან შეხვედრას დიდი დატვირთვა აქვს, რადგან თითოეული ახალგაზრდა მოიაზრება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ელჩად, როგორც თავის ოჯახში, ასევე იმ სოციუმში, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს.

 

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2023“ ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია- „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2023“, დაიწყო.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან ერთად, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტია. კონფერენციას ქართველი მეცნიერების გარდა, ესწრებიან: დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მარიო ნოიგებაუერი; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტორსტენ მუნკელტ; ყაზახეთის ამერიკულ-ყაზახური თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სერიკ აბილოვი; ისრაელის ბარ-ილაინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზოჰარ ინონი; ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჩოლპონ სიდიკოვა; დებრეცენის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორი იანოშ შტრიკი; ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხეილ მიულერი, სტუ-ისა და დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2023“, გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

რექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს, კონფერენციის ორგანიზებისა და აქტუალური თემატიკის წინ წამოწევისთვის.

„მადლობა მინდა მოვახსენო კონფერენციის ორგანიზატორებს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მის დეკანს, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორს მარიო ნოიგებაუერს. დღეს, 21-ე საუკუნეში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ის სფეროა, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, რომლის მეცნიერებსა და სტუდენტებს თავისი წვლილი შეაქვთ ამ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ჩვენი მეცნიერები მუშაობენ მსოფლიოს წამყვან კვლევით უნივერსიტეტებში, სტუდენტები კი მონაწილეობენ არაერთ კვლევაში და თითოეული მათგანის წარმატება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტებისთვის. აქ განიხილება ძალიან საინტერესო თემები, იქნება აზრთა გაცვლა და გარდა ამისა, კონფერენცია საშუალებას მისცემს სპეციალისტებს დაამყარონ ახალი კონტაქტები. წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე.

დეკანმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისა და აქტიურობისთვის. თამარ ლომინაძემ ასევე, დამსწრე საზოგადოებას, ფაკულტეტის ბოლო წარმატების დეტალები გააცნო და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – ბიოსამედიცინო ინჟინერია, მიერ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოპოვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიდიოდეს სტუდენტებთან ერთად, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენ ერთი წლის წინ ანალოგიური კონფერენცია ჩავატარეთ, სადაც სტუდენტებმა თემები წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ საინტერესო და უფრო მრავალფეროვანი თემებით წარდგებიან თქვენ წინაშე. ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც განავითარებს მეცნიერებას, ისინი გადაწყვეტენ პრობლემებს, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. საზეიმო ვითარებაა და არ შემიძლია ქალბატონ ირინა გოცირიძეს და ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს არ მივულოცო ის უდიდესი წარმატება, რაც მათ მოიპოვეს. ეს არის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – ბიოსამედიცინო ინჟინერია, მიერ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია. ვულოცავ დეპარტამენტს, ფაკულტეტს და  უნივერსიტეტს ამ ისტორიულ წარმატებას“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ირინე გოცირიძემ მადლობა გადაუხადა თამარ ლომინაძეს. როგორც ირინე გოცირიძემ განაცხადა, ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის წარმატება პირდაპირ კავშირშია სტუ-სთან და მის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან, იმ ჯგუფთან, ვინც მუშაობდა ამ მეტად საპასუხისმგებლო საკითხის მომზადების პროცესში.

„როდესაც უნივერსიტეტს აღიარებს ისეთი ორგანო, როგორიც არის ABET, რომელიც მსოფლიოში საინჟინრო მეცნიერებების, საინჟინრო პროგრამების შეფასების, აკრედიტაციის კომისიაა, ეს არის უნივერსიტეტის დიდი წარმატება. მსოფლიოს ფლაგმანმა განაცხადა, უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ABET აკრედიტირებული პროგრამა, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საზოგადოებას, მსოფლიოს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტის განათლებას. რაც  ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტუდენტები არიან მსოფლიო ბაზარზე მოთამაშენი, მათ შეუძლიათ დასაქმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამ ყველაფერს ახორციელებს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს არის, პირველ რიგში, ძალიან დიდი გუნდის გამარჯვება. წინსვლა და წარმატება მისურვებია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ფაკულტეტისთვის, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის“, – განაცხადა ირინე გოცირიძემ.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიღეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო ნოიგებაუერმა, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ტორსტენ მუნკელტმა, ყაზახეთის ამერიკულ-ყაზახური თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერიკ აბილოვმა, ისრაელის ბარ-ილაინის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ზოჰარ ინონმა, ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჩოლპონ სიდიკოვამ, დებრეცენის უნივერსიტეტის პროფესორმა იანოშ შტრიკიმ, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა მიხეილ მიულერმა. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს და წარმატება უსურვეს მონაწილეებს.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2023“ – ორ დღეს გასტანს და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?