სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ რასულ ჯალილს და თეირანის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დევი ხვედელიანი, რექტორის მრჩევლები – აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ლავრენტი გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

როგორც დავით გურგენიძემ და რასულ ჯალილმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.  

სტუ-ის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები, მათ შორისაა 67 ირანელი ახალგაზრდა. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ირანელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია.  ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება. მთავარია, ორი უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორმა, რასულ ჯალილმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაცილებით მრავალმხრივს გახდის.

„დაინტერესებული ვართ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულების ყველა ფაკულტეტი და საგანმანათლებლო პროგრამები. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დარგების ერთობლივად განვითარება დადებითი შედეგის მომტანი იქნება ორივე უნივერსიტეტისა და ორივე ქვეყნისთვის. ასევე, დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შარიფის ტექნოლოგიურ  უნივერსიტეტს შორის დარგობრივი კუთხით, გაცვლითი პროგრამები ავამუშაოთ, როგორც აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის. რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას და სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს. პარტნიორობაში მზაობისთვის მადლობას ვუხდით რექტორს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, – განაცხადა რასულ ჯალილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დელეგაციამ ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი  წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა. 

 

ლიეტუვური ენის კურსები იწყება!

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვური ენის შესწავლის კურსებზე გიწვევთ.

სასწავლო კურსი 30 ოქტომბერს დაიწყება და მეცადინეობები კვირაში ორჯერ (ორშაბათი და ოთხშაბათი, 17:00 საათი) ჩატარდება.

კურსებზე რეგისტრაცია 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და დასწრება ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა – https://shorturl.at/ahFPS

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ „ბიოსამედიცინო ინჟინერიამ“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა.

ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებისთვის. როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, მრავალმხრივი წარმატების მომტანი გახდება.

„სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის პირობებში ABET აკრედიტაციის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი წარმატებაა, რაც გარდამტეხი ფაქტორი იქნება სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო სტუდენტებს, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს და მთლიანად ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ABET აკრედიტაციის მოპოვებით ჩვენი კოლეგების, მთლიანად უნივერსიტეტის ძალისხმევა, ხანგრძლივი მუშაობა და შრომა ჯეროვნად დაფასდა. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ ABET-მა აკრედიტაცია მოიპოვა, რაც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი პროცესების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. ABET აკრედიტაციის მოპოვების რთულ გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მის წინამორბედს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთელ ღირსეულ კოლექტივს, ასევე, სახელმწიფო პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ მესვეურებს. მრავალწლიანი პარტნიორობისთვის  მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პრეზიდენტს, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს და მის დეკანს, პროფესორ ჰალილ გიუვენს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროექტებს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ყოველმხრივ გვიწყობს ხელს STEM დარგებში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების ეფექტიანად შემუშავება-დანერგვაში. ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, რადგან  ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი კიდევ ხუთ საბაკალავრო პროგრამას ამზადებს. ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა, მათი ხელმძღვანელებისა და ჩვენი აკადემიური პერსონალის ძალისხმევით, საერთაშორისო  აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. ყველა ეს პროცესი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.  

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს) ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ABET აკრედიტაციის თანახმად, დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მომავალ კურსდმთავრებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც აღნიშნული პროგრამა 2021, 2022 და 2023 წლებში დაამთავრა.

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამადაც აქტიურად გრძელდება. ირინე გოცირიძის ინფორმაციით, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად ერთდროულად მზადდება შემდეგი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები: სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“, ასევე, ამავე ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა.

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

 

სტუ-ში გაიმართა საერთაშორისო კონგრესი – „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი – „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“, ჩატარდა. საერთაშორისო კონგრესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და ბეიქოზის უნივერსიტეტის (თურქეთი), VUZF უნივერსიტეტის (ბულგარეთი), კირკლარელის უნივერსიტეტის (თურქეთი), ზაკატეკასის ავტონომიური უნივერსიტეტის (მექსიკა), ბელგრადის უნივერსიტეტის (სერბეთი) ორგანიზებით გაიმართა. კონგრესს მხარი IJOPEC-ის გამომცემლობამ და ვესტმინსტერის უნივერსიტეტმა (გაერთიანებული სამეფო) დაუჭირა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტმა და ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტმა.

საერთაშორისო კონგრესი „მიმდინარე დებატები სოციალურ მეცნიერებებში – CUDES 2023“ გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

რექტორის მოადგილე მიესალმა კონგრესის მონაწილეებს, წარმატებები უსურვა მათ და სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების წარმატებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი უნივერსიტეტი. კონგრესისა, რომლის ორგანიზებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში, პროფესორ სოფიო მიდელაშვილს ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო კონგრესის მონაწილე სტუ-ის სამივე ფაკულტეტის დეკანს, ბატონ ირაკლი გაბისონიას, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს და ბატონ ივანე ჯაგოდნიშვილს. სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, დევი ხვედელიანს და სტუმრებს. ძვირფასო კოლეგებო, საერთაშორისო კონგრესის ჩატარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ხელს მოაწერს მემორანდუმს, რაც არის სტუ-სა და ბეიქოზის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყების საწინდარი. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებული ყველა ღონისძიება, კვლევა და პროექტი წარმატებული იქნება“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონგრესის მონაწილეებს მიესალმა  ბეიქოზის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი მუსტაფა ერდოოუდუ. მან მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო კონგრესის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში, კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამუშაო ვიზიტით ყოფნა და საერთაშორისო კონგრესის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლობა. საერთაშორისო კონგრესის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარება გადაწყდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, შემდეგ ჩეხეთში. კონგრესში ძალიან ბევრი მეცნიერი, მკვლევარი და აკადემიური პერსონალი მონაწილეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. მადლობა მინდა გადავუხადო დავით გურგენიძეს, რომლის ძალისხმევითაც შევიკრიბეთ დღეს კონგრესის ფორმატში. მადლობა ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით ბეიქოზის უნივერსიტეტის რექტორს. დარწმუნებული ვარ კონგრესის შედეგები, ასევე ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, ბევრ წარმატებას მოუტანს ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს“, – განაცხადა მუსტაფა ერდოღლუმ.

საერთაშორისო კონგრესის – სოციალურ მეცნიერებებში მიმდინარე დებატები – CUDES 2023, მონაწილეებმა განიხილეს სოციალური მეცნიერებების და სხვა

სფეროს თემები. კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.

 

სტუ-ის რექტორმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტებს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთო ევროპულ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ თეო კობუშს, რექტორმა დავით გურგენიძემ საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მედალი გადასცა.

გარდა ამისა, სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ნიკოლაუს ლარგიერს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტს შორის წარმატებული კოლაბორაციის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის და ასევე, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს, დოქტორ-ჰაბილიტუს კრშიშტოფ კოვალჩიკს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სამშენებლო მეცნიერებების დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.

როგორც რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა,  საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში სამივე მეცნიერი, როგორც ელჩები, წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ მეცნიერთა და  სტუდენტთა წარმატებებს უწყობენ ხელს.

„ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას აქვს ორმაგი დატვირთვა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი კოლეგებისთვის ახალ გარემოში ახალი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობა, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, უკეთ წარმოაჩინონ თავი. თითოეული საპატიო დოქტორი აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ელჩი. დღეს ჩვენს რიგებს შეუერთდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც არიან დოქტორი ნიკოლაუს ლარგიერი,  დოქტორ-ჰაბილიტუსი კრშიშტოფ კოვალჩიკი და  დოქტორი თეო კობუში. წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა ნიკოლაუს ლარგიერმა, კრშიშტოფ კოვალჩიკმა და თეო კობუშმა მადლობა გადაუხადეს სტუ-ის აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მათთვის ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება არის სასიხარულო და იმავდროულად, საწინდარი იმისა, რომ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობისა და კოლაბორაციის გაღრმავების ფონზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად არაერთი სამეცნიერო პროექტი და კვლევა განხორციელდება.

 

სტუ-ში სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლის შიდა საუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სტუდენტებისა და სტუდენტური გუნდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

სპორტული ოლიმპიადა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ 9 სახეობაში – ფუტსალი, ფრენბურთი, ცურვა, მკლავჭიდი, ბადმინტონი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, შაში – ჩატარდა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტის გოგონათა და ვაჟთა სტუდენტური გუნდები და ინდივიდუალურად მოასპარეზე სტუდენტი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

დაჯილდოების ღონისძიებაზე ივანე ჯავახიშვილის დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ფაკულტეტების დეკანებს, სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალსა და მიწვეულ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი მიესალმნენ და სპორტული ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მწვრთნელებს დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება მიულოცეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თითოეულ ჩვენს სტუდენტს გულითადად ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო სპორტისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ჩვენი ახალგაზრდების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. სწორედ მსგავსი აქტივობები განაპირობებს მომავალში, გაცილებით დიდ ასპარეზზე, არაერთი ღირსეული და მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელთან და იმიჯთან. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, მათ მწვრთნელებს, ფაკულტეტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ სპორტულ ტურნირებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

შიდასაუნივერსიტეტო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულ გოგონათა და ვაჟთა გუნდებს, ასევე, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულ სტუდენტებს ჯილდოები და მედლები გადასცეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა, სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, მძლეოსანმა მაია აზარაშვილმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა, მანუჩარ მაჩაიძემ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა იაშა კუტუბიძემ, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, დავით ლეშკაშელმა.

 

სტუ-ის რექტორი სატყეო დარგის წარმომადგენლებს მეტყევის დღეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მეტყევის დღეს ულოცავს სატყეო დარგის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის –  სატყეო საქმე, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი მეტყევეები ეუფლებიან ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას და სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან  მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავგანწირვით, რომელიც ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები.  წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მეტად კეთილშობილურ საქმიანობაში.

მეტყევის დღეს ვულოცავ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს, მომავალ მეტყევეებს, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას, მიიღონ კვალიფიციური განათლება და ცოდნა მოახმარონ ქართული ტყის დაცვასა და განაშენიანებას.

გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება – ეს არის დავალება, რომელიც თქვენი შესასრულებელია. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“.

მე-14 საერთაშორისო კონფერენცია ერევანში გაიმართა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში, ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის, ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით წარდგნენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევრებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებით, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით და ახალი თემებით“, – განაცხადა პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.

მე-14 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა – ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე მენთეშაშვილმა. 

კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები; ავტომატები და ლოგიკა; ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება; ღრუბლოვანი გამოთვლები; კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება; დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი; ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები; ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია; განაწილებული სისტემები; დიდი მონაცემები; სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება; ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა.

კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.

 

 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორ­­მატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფე­სორმა ბესარიონ შანშიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ მე-5 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენცია – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023)“ – ბაქოში, აზერ­ბა­­იჯანის რესპუბლი­კის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მართვის სისტემების ინსტიტუტში გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა.

სტუ-ის პროფესორის, ბესარიონ შანშიაშვილის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში, რომელიც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2006 წლიდან მოყოლებული, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ბესარიონ შანშიაშვილი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის მუდმივი მონაწილეა. უნივერსიტეტი კონფერენციაზე ახალი იდეებით და საინტერესო თემებით გამოდის, რაც დამსწრე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. 

კონფერენციაზე წაკითხული იყო 9 პლენარული მოხსენება, რომლებიც წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან,  უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩემი თემა – “ერთი კლასის არაწრფივი სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია უკუკავშირიანი ჰამერშტეინის  მოდელის გამოყენებით“ – ჩართული იყო სექციის „მოდელირება და შებრუნებული ამოცანები“ პირველ სხდომის პირველ მოხსენებად. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დახურვის ცერემონიალზე დასახელდა პლენარული და სექციებზე წაკითხული მოხსენებებიდან სამ-სამი საუკეთესო მოხსენება.  „მოდელირება და შებრუნებული ამოცანების“ სექციის სხდომებზე  გაკეთებული 14 მოხსენებიდან ორგანიზატორების მიერ შერჩეულ სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის ჩემი მოხსენება დასახელდა, რაც მიანიშნებს უნივერსიტეტის და ფაკულტეტის წარმატებაზეც“.

საერთაშორისო კონფერენციაში მუშაობდა ექვსი სექცია, მათ შორის: ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვის პრობლემები; მოდელირება და შებრუნებული ამოცანები; ინტელექტუალური სისტემები; მათემატიკური სტატისტიკა და მასობრივი მომსახურების თეორია;  არამკაფიო და სტოქასტური მოდელირება; გამოყენებითი ამოცანები და ინფორმაციული ტექნოლოგიები. 

კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე ნაშრომებს მიენიჭება DOI, სამომავლოდ კი დაიბეჭდება გამოცემა შპიგელის გამოცემის და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. სტატიები  კონფერენციის სარედაქციო კოლეგიის მიერ რეკომენდებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).

 

იარმუკის უნივერსიტეტის ორგანიზებით მე-4 საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეული გაიმართება

2024 წლის 23-25 აპრილს, იარმუკის უნივერსიტეტის (Yarmouk University – YU ) (ირბიდი, იორდანია) ორგანიზებით, გაიმართება მე-4 საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეული მსოფლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის.

საგანმანათლებლო კვირეულის ძირითადი თემებია:

  • ინკლუზიური განათლება უმაღლესი განათლების სექტორში;

  • ციფრული ტრანსფორმაცია, ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკები უმაღლესი განათლების სექტორში;

  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა: გამოწვევები და შესაძლებლობები.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

ონლაინრეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 01.12.23.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, საკონტაქტო პირია იარმუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დირექტორი პროფ. მვაფაქ ოტომი (Prof. Mwaffaq Otoom)

ელ.ფოსტა: iw@yu.edu.jointernational@yu.edu.jo

ტელ: +962790143171

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?