სტუ-ში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც, სტუ-სა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს.

სტუ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი და ამავე სამსახურის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, ხოლო ფონდის მხრიდან – პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021 წლიდან პარტნიორობს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან. სამი წლის განმავლობაში სტუ-ის სამშენებლო, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების უმაღლესი რეიტინგის მქონე 18 სტუდენტი ბექაიას ფონდის სტიპენდიატი გახდა. უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, სემესტრის მანძილზე ფონდმა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდია გადასცა. გარდა ამისა, ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 აბიტურიენტი/პირველკურსელი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ჩაირიცხა, ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ფონდმა მათ  ერთჯერადად 1500-ლარიანი პრემია გადასცა.

შეხვედრაზე მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე ფონდის სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ ახალ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.  

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფონდის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების განხორციელებაში შეტანილ სიახლეებზე, ახალდანერგილ პრიორიტეტულ და აკრედიტაციაგავლილ საბაკალავრო პროგრამებსა და სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასასრულს თამაზ ბექაიას ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფონდის სტიპენდიანტთა და პრემიის მფლობელთა დაჯილდოების მორიგ ცერემონიაზე მიიწვია. როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ფონდი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიებით დააჯილდოებს და ასევე, ფონდის პრემიის მფლობელებს – ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელებს გამოავლენს.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?