აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2025 წლის 15 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად  არჩევნები 2025 წლის  15 დეკემბერს დაინიშნა – ამის შესახებ ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის  15 დეკემბერს. 

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 24 ნოემბრიდან 08 დეკემბრის  ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  სტუ-ს 11 კორპუსი, დავით გურამიშვილის,17, მე-2 სართული, ოთახი №208. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტისაგარარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის     ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა აგარარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 12 დეკემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება. 
 
8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

12 ნოემბერს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება

საქართველოს ტექნიკური ინივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს ჩატარდება. – ამის შესახებ ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

1. აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; 

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

4. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;

5. „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; 

6. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 

7. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;

8. „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;

9. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;

10. პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები 2025 წლის 29 ოქტომბრიდან 05 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  სტუ-ს 11 კორპუსი, დავით გურამიშვილის,17, მე-2 სართული, ოთახი №208. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
 
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 ნოემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით, აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის  ფაკულტეტის საბჭოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

15 დეკემბერს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება

15 დეკემბერს, საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად  არჩევნები ჩატარდება – ამის შესახებ ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის, 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი № 1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე: 

1. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის  დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის  15 დეკემბერს.

2. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;

2. საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;

3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;

5. სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა შეიტანონ 2025 წლის 24 ნოემბრიდან 08 დეკემბრის  ჩათვლით ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  კოსტავას -77, მე-3 კორპ. მე-3 სართული, ოთახი № 306. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას;

დ) სამოქმედო გეგმა.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 12 დეკემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტუ-ის რექტორი საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, ლია კახიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, გამორჩეული მეცნიერ-მკვლევრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს და საინჟინრო საზოგადოებას.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორმა ლია კახიანმა მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებასა და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა. 

“90 წლის ასაკში გარდაიცვალა საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა. 

პროფესორი ლია კახიანი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დარგის სიღრმისეული ცოდნით, უდიდესი შრომისმოყვარეობით და აკადემიური თუ სამემეცნიერო საკითხებისადმი პრინციპული მიდგომით. მისი კვლევითი სფერო მოიცავდა სამშენებლო კონსტრუქციებს, სეისმომედეგობას და რკინაბეტონის რღვევის მექანიკას; მისი ავტორობით გამოქვეყნდა 114 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და „ევროკოდი 2“ ქართულ ენაზე. ლია კახიანი აქტიურად იყო ჩართული არაერთ კვლევით პროექტში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, იყო უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრი. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის მიიჩნეოდა მაღალპროფესიონალურ და ზუსტ შეფასებად.

ქალბატონი ლია კახიანი ყველას უზომოდ გვიყვარდა უნივერსიტეტში, მის მშობლიურ სამშენებლო ფაკულტეტზე – კოლეგებს, მეგობრებს, ახალგაზრდა თანამშრომლებსა და სტუდენტებს. მისი ლექციები მუდამ საინტერესო და შთამაგონებელი იყო – ახალგაზრდებს აძლევდა სიღრმისეულ ცოდნას, უყალიბებდა საინჟინრო აზროვნების კულტურასა და საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა აღზრდის მხრივ. მრავალი მათგანი დღეს წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უფროსი კოლეგის, ძვირფასი მეგობრის – პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება სამშენებლო ფაკულტეტისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო სკოლისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებს. პროფესორ ლია კახიანის სახელი და დამსახურება სამუდამოდ დარჩება სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში,” – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს 12 ნოემბერს აირჩევენ

12 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებით,  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნები ჩატარდება – ამის შესახებ ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების 22-ე მუხლის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების, 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (სხდომის ოქმი №1) მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

1. სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 12 ნოემბერს.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით. 

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;

ბ) გააჩნია მუშაობის არა ნაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) კანდიდატს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების – MS Office-ის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; 

3. საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

4. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №18 დადგენილება;

5. „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება; 

6. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება; 

7. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 04 იანვრის №3 ბრძანება;

8. „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;

9. „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;

10.პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 28 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
  • საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
  • სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულება;
  • სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

4. კანდიდატებმა განცხადება და თანდართული დოკუმენტები 2025 წლის 29 ოქტომბრიდან 05 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში – თბილისი,  კოსტავას -77, მე-3 კორპ. მე-3 სართული, ოთახი № 306. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა. 

5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;

გ) ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;

დ) სამოქმედო გეგმა;

ე) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

6. კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში დაინიშნოს 2025 წლის 11 ნოემბერს.  

7. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით, აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას ქ. №77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.  

8. არჩევნები ჩატარდება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად” – ნათქვამია სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი და ვიცე-რექტორები ართვინის (თურქეთი) უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინს შეხვდნენ და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ჰაკან გულტეკინი და კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კავკასიის კვლევის ცენტრის საბჭოს წევრი მეჰმეთ ალი კესკინი. 

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. მან ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინსა და თურქ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს თურქეთის 30-მდე წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან. შესაბამისად, თურქულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტთან აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.    

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერ-მკვლევრების მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის:  შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებში FERMILAB-თან, – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, თურქული უნივერსიტეტების  პროფესორები და მეცნიერები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქართველ კოლეგებთან პარტნიორობით ახორციელებენ სამეცნიერო პროექტებს, ატარებენ საჯარო ლექციებს და ესწრებიან სტუ-ში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებს. მისი თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს, ასევე, მისცემს  ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს.

ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა კი თურქული უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობის, სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზების, ასევე, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე, ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები და პედაგოგები. როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად სასურველია მხარეებმა ყველა აღნიშნული შესაძლებლობა საერთო მიზნების მისაღწევად გამოიყენონ და ამით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მეტი მდგრადობა შესძინონ.   

თავის მხრივ, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორმა და წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ჩართულობის, ასევე,  საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე მოსაზრებები შეაჯერეს იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტს შორის სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელი მაქსიმალურად შეეწყოს.

სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 103 წლისთავი აღინიშნა

„ენერგეტიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი და ამასთან ერთად, განსაკუთრებულად სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ენერგეტიკის ფაკულტეტზე იქმნება ცოდნა, რომელიც უწყვეტ ენერგიად გარდაიქმნება. ეს ენერგია – ჩვენი კურსდამთავრებული ენერგეტიკოსებისა და მეცნიერ-მკვლევრების მიერ შექმნილი მძლავრი ინფრასტრუქტურით, ტრადიციული და მწვანე ტექნოლოგიებით, განახლებადი რესურსებით და ციფრული ინოვაციებით – ანათებს ჩვენს ქვეყანას და მიმართულია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისკენ,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავი აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.  

Untitled design (2).png

„რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, ვეტერან ენერგეტიკოსებს იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც უზრუნველყოფს სწავლების ხარისხხს, სამეცნიერო კვლევების დინამიკას და ეფექტიანობას, ადგილობრივ ენერგოინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირს და საერთაშორისო პარტნიორობას. ენერგეტიკის ფაკულტეტისადმი თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი მსაზღვრელია.  როგორც ვიცე-რექტორს, მსურს მადლიერება გამოვხატო ჩვენს სტუდენტების და განსაკუთრებით პირველკურსელების მიმართ. ამ ახალგაზრდებმა სამომავლო პროფესია ენერგეტიკის დარგსა და მის განვითარებას დაუკავშირეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტი იყოს არა მხოლოდ ცოდნის მიღების და დარგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ადგილი, არამედ მძლავრი საუნივერსიტეტო ცენტრი, სადაც მეცნიერთა და სტუდენტთა ინტელექტი, ინდუსტრიასთან პარტნიორობით, ცოდნას, თანამედროვე ტექნოლოგიასა და ინოვაციებს აერთიანებს საერთო მიზნისთვის – ეს კი ენერგეტიკულად ძლიერი და მდგრადი საქართველოა. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს, “ – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა. 

ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს, კურსდამთავრებულებსა და მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ფაკულტეტის დღე მიულოცა დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ. მისი თქმით, ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტი, სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და იმ სტაბილურობის გარანტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვითარებულ, თანამედროვე სამყაროში ვიცხოვროთ.

„ჩვენი ფაკულტეტის ისტორია ათეული წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებასთან და გამოწვევებთან ერთად იწერება. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა შექმნეს და განავითარეს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა. ისინი დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს ინდუსტრიაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ აკადემიაში. ტრადიცია და რეალობა გვავალდებულებს შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხის განათლება, დავიცვათ აკადემიური ღირსება და მუდამ ვიყოთ იმ ინოვაციების ეპიცენტრში, რომელიც გარდაქმნის ენერგეტიკის მომავალს და ჩვენს ფაკულტეტს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა აქვს. მსოფლიო დღეს დგას ენერგეტიკული გარდაქმნის საფრთხეებსა და შესაძლებლობებს შორის – განახლებადი ენერგიების განვითარება, ენერგოეფექტურობა და ტექნოლოგიური ინოვაციები ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და კურსდამთავრებულები ხდებიან ლიდერები. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის ფაკულტეტი იყოს ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ თეორია კი არა, არამედ შემოქმედებითი პროცესი და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აკადემიურ წელს ენერგეტიკის ფაკულტეტმა 342 პირველკურსელი მიიღო სამ საბაკალავრო პროგრამაზე, 60 მაგისტრი – ორ სამაგისტრო პროგრამაზე და 14 დოქტორანტი – ორ სადოქტორო პროგრამაზე. საერთო ჯამში, ფაკულტეტზე 1437 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იღებს განათლებას. სწორედ ახალგაზრდობაა ის თაობა, რომელიც განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკულ გარდაქმნას, დაძლევს გარემოსდაცვით გამოწვევებს, ეფექტიანად გამოიყენებს მზის, ქარისა და წყლის პოტენციალს და შექმნის ახალ ენერგეტიკულ მომავალს – უფრო სუფთას, უფრო გონივრულს, უფრო მდგრადს.

მადლობას ვუხდი ძვირფას კოლეგებს – მეცნიერებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ჩვენი ფაკულტეტის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს, ემერიტუსებს – შრომისთვის, ერთგულებისთვის და სულიერი სიმტკიცისთვის. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ახალ ცოდნას, აგებს ხიდებს უნივერსიტეტსა და ენერგეტიკულ ინდუსტრიას შორის, ზრუნავს ქვეყნის მომავალზე. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს,” – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ. 

Untitled design (1).png

უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა – ჰიდრო და თბოენერგეტიკოსთა შესახებ საინტერესო და ინფორმატიული მოხსენებით წარსდგა ცნობილი ენერგეტიკოსი, აკადემიკოსი რევაზ ქავთარაძე.

ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა და სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახლადდაფუძნებული ენერგიის განახლებადი წყაროების ლაბორატორია დაათვალიერეს.  აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული  მდიდარი სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა კომპანია „თელასმა“, Schneider Electric-მა, ავსტრიულმა კომპანიამ  HERZ Armaturen, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა აღმოუჩინეს.

ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებული სხდომა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე, ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  წარმომადგენლებმა  პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ,  განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში.

დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე, განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები. 
  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით. 

“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა  და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ – აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.

DAAD-ის საზაფხულო კურსი სტუდენტებისთვის გერმანიაში

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში, ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის, ასევე, მაგისტრატურის 1 კურსის სტუდენტებს, გერმანიაში  საზაფხულო ენის კურსს სთავაზობს.  

ენის კურსების მსურველებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა  გერმანული ენის ცოდნა ყველაზე ცოტა A2 დონეზე. ენის ცოდნის დადასტურების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ უფასო ენის ტესტის, onSET-ის დაწერა. 

ენის ტესტის თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფორმაცია დაიდება ფეისბუქგვერდზე.  

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი. 

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება ყოველი კვირის პარასკევს. 

დამატებითი ინფორმაცია  სტუდენტებისთვის: info.tbilissi@daad.de.

საინფორმაციო შეხვედრების თარიღები იხილეთ ფეისბუქგვერდზე.

2025-2026 სასწავლო წლის დაწყების მასშტაბური ღონისძიება სტუ-ში

„აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა 103-ე ნაკადის მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მე-3 და მე-4 სასწავლო კორპუსების მიმდებარე ღია საუნივერსიტეტო სივრცეში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა სტუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. საუნივერსიტეტო სივრცეში გამოფენილი იყო სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი და აკადემიური მიღწევების ამსახველი ფოტოკოლაჟები, ასევე, ექსპოზიციები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრებით. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და განსაკუთრებით პირველკურსელებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – კანცლერს, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს და ვიცე-რექტორებს – ფაკულტეტების დეკანებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შიდა-1.png

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პირველკურსელებო – თქვენ იმ ინტელექტუალური სივრცის ნაწილი გახდით, სადაც ინჟინერია, დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, სამთო-გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება, აგრარული და ქიმიური მიმართულებები, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული სისტემები და ახალი ტექნოლოგიები ინოვაციურ აზროვნებაში ერთიანდება; თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს შეგასწავლიან გამოჩენილი მეცნიერები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ცხოვრება მიუძღვნეს ახალი თაობების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. 

ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა გონება უფრო გამჭრიახია, აღქმის უნარი უფრო მძაფრი, შემოქმედებითი პოტენციალი – უდიდესი; ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ  შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერია იმით, რომ აქ იბადება აზრი, რომელიც ქმნის მატერიას; თქვენი თაობა ცხოვრობს ეპოქაში, სადაც ცოდნა ინტელექტუალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, გისურვებთ იფიქროთ მეტი, წაიკითხოთ და გაითავისოთ, ეძიოთ და იპოვოთ. ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, როგორც პარტნიორები თქვენ გვერდით ვიქნებით იმ დიდ გზაზე, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიზანთან და პასუხისმგებლობასთან შეაზავებთ. 

ახალგაზრდებო, სწავლასთან ერთად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც სტუდენტურ ცხოვრებასაც გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სტუდენტებთან ერთად, ვულოცავ პედაგოგებსა და მეცნიერებს – ჩვენს კოლეგებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში! წარმატებას გისურვებთ მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას,” – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა თითქმის 90%-მა პირველ უმაღლეს სასწავლებლად სტუ მიუთითა და არჩევანიც შესაბამისი გააკეთა, რაც ქვეყნის განათლების სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე მიუთითებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდები თავიანთ არჩევანში არ შემცდარან, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში უძველესი და ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე 23 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. დავით გურგენიძის თქმით, ახალ აკადემიურ წელს უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, მათ შორის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირველკურსელებს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც საუკუნეზე მეტია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, ბოლო წლებში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ წარმატებას მიაღწია. როგორც სტუ-ის კანცლერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენუნარიანობით გამოირჩევიან, წარმატებით საქმდებიან  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიულ საწარმოებში.

შიდა-2.png

საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორებმა – თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღია საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტური თავგადასავლების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა. სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგნენ სხვადასხვა ჟანრის საუნივერსიტეტო სტუდენტური მუსიკალური ჯგუფები: Music Art House,  დუეტი – Sounds like Love, გოგონათა ვოკალური ტრიო – DayDream, მომღერალი – ნუცა ხუჯაძე, ბენდი – Next station, ეთნოჯგუფი „მარე“;  საკონცერტო პროგრამის მეორე ნაწილი სტუ-ის კურსდამთავრებულს – DJ ლაშა სულთანიშვილს დაეთმო, რომელმაც ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.  

რექტორის მხარდაჭერით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 2025-2026 წელს ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?