სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი და ვიცე-რექტორები ართვინის (თურქეთი) უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინს შეხვდნენ და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ჰაკან გულტეკინი და კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კავკასიის კვლევის ცენტრის საბჭოს წევრი მეჰმეთ ალი კესკინი.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა გახსნა. მან ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ იბრაჰიმ აიდინსა და თურქ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და წარმატებები უსურვა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს თურქეთის 30-მდე წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან. შესაბამისად, თურქულ უნივერსიტეტებთან, მათ შორის ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტთან აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.
ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუმრებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი მეცნიერ-მკვლევრების მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან – მათ შორის: შევეიცარიაში CERN-თან, იაპონიაში KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებში FERMILAB-თან, – მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის შესახებ.
როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, თურქული უნივერსიტეტების პროფესორები და მეცნიერები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქართველ კოლეგებთან პარტნიორობით ახორციელებენ სამეცნიერო პროექტებს, ატარებენ საჯარო ლექციებს და ესწრებიან სტუ-ში ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებს. მისი თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს, ასევე, მისცემს ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს.
ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა კი თურქული უნივერსიტეტის რექტორსა და წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესების მიმდინარეობის, სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ლაბორატორიული ბაზების, ასევე, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე, ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები და პედაგოგები. როგორც ვიცე-რექტორმა განაცხადა, სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად სასურველია მხარეებმა ყველა აღნიშნული შესაძლებლობა საერთო მიზნების მისაღწევად გამოიყენონ და ამით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მეტი მდგრადობა შესძინონ.
თავის მხრივ, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორმა და წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს თავიანთი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის ჩართულობის, ასევე, საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე მოსაზრებები შეაჯერეს იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტს შორის სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელი მაქსიმალურად შეეწყოს.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...