საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს სპორტის რაინდს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელოვან და ღირსეულ კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს, დაბადებიდან 89 წლისთავს ულოცავს.

როგორც სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, როსტომ აბაშიძე ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულსა და აკადემიურ კარიერაში.

„საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავთ ბატონ როსტომ აბაშიძეს 89-ე დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! როსტომ აბაშიძე ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობისას მარცხი არასოდეს განუცდია. 90-ზე მეტი ჩატარებული შეხვედრიდან აბსოლუტური უმრავლესობა მან გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ რამდენჯერმე დასჯერდა ფრეს. გარდა შესაშური სპორტული მიღწევებისა, ის გამორჩეულია პიროვნული თვისებებით, რასაც ცხადყოფს მისი ახლო მეგობრობა ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში არაერთხელ დაუმარცხებია. როსტომ აბაშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ასპირანტი გახლდათ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი, წლების განმავლობაში, საინჟინრო მიმართულებით, საპასუხიმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალგზის პრიზიორი, დიდებული ფალავანი და სპორტის რაინდი, ამავდროულად, შესანიშნავი მშენებელ-ინჟინერი – როსტომ აბაშიძე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალთია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულ და აკადემიურ კარიერაში“.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?