მოგესალმებით, სტუ-ის პირველკურსელებს!

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 90%;
max-width: 1000px;
height: 90%;
top: 10%; /* Shift down by 10% of viewport height */
transform: translateY(0); /* Center the modal vertically */
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}

გილოცავთ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

ახლა დროა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეგისტრაციის პროცესს და ჩაერთოთ ახალ სასწავლო თავგადასავალში!

როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია?

  1. პირველი ნაბიჯი – ონლაინ რეგისტრაცია:
    რეგისტრაციისთვის, 4 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, გადადით ჩვენს ონლაინ პორტალზე: register.gtu.ge და დაარეგისტრირეთ თქვენი მონაცემები. მხედველობაში იქონიეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი (იხილეთ ფაილი). რეგისტრაციის ეს ეტაპი არის პირველი ნაბიჯი, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად გაქვთ შევსებული!

  2. მეორე ნაბიჯი – სწავლის საფასურის გადახდა:
    რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. გადახდისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი – ეს უზრუნველყოფს თქვენი გადახდის დროულად და სწორად ასახვას თქვენს სტუდენტურ ანგარიშზე ტექნიკურ უნივერსიტეტში.

  3. მესამე ნაბიჯი – დოკუმენტაციის წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება:
    სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ გელოდებით სტუ-ში, 16 სექტემბრამდე. უნივერსიტეტში უნდა წარადგინოთ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტები მატერიალური სახით და გააფორმოთ სასწავლო ხელშეკრულება. ეს არის საბოლოო ნაბიჯი, რომლითაც სრულდება უნივერსიტეტში თქვენი ჩარიცხვის პროცესი.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან/და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებს (იხილეთ დანართი 2).

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით სტუ-ში!

გახსოვდეთ! ცოდნა ძალაა!!!

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტს, ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, ნიჩბოსნობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეში 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორობას ულოცავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ზაზა ნადირაძემ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრიანი დისტანცია ერთადგილიანი კანოეთი 39.18 წამში დაფარა, თავისი შედეგით მხოლოდ მცირედით ჩამორჩა პირველ-მეორე ადგილებზე გასულ პოლონელ და ესპანელ ნიჩბოსნებს და მესამე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.

„საქართველო კიდევ ერთმა სპორტსმენმა ასახელა და შეუპოვარი ასპარეზობის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტს, სახელგანთქმულ ნიჩბოსანს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ზაზა ნადირაძეს კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ პროფესიონალი ახალგაზრდა კადრების მომზადებით გამოირჩევა, არამედ მსოფლიო რანგის სპორტსმენების, ჩემპიონების ალმა-მატერადაც ითვლება – გამონაკლისი არც ნიჩბოსნობაა. მრავალ ღირსეულ წარმატებას ვუსურვებთ მას როგორც სპორტულ კარიერაში, ასევე, არჩეულ პროფესიაში. გვჯერა, ზაზა ნადირაძე კიდევ არაერთხელ შორს გაიტანს საქართველოს სახელს“, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მოსამზადებელ პროგრამებზე მსმენელთა მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე,  მეოთხე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო.

პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის,  21 აგვისტოდან დაიწყება  და  5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი,  16 სექტემბერს დაიწყება.

განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით) – 1. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემები); 2. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემები); 3. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერები და ღუმელები); 4. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემები და თბური ტუმბოები) – მომზადდა დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორების მიერ.

სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, ლენა შატაკიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხივე პროგრამაზე სამმა ნაკადმა უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი, 21 აგვისტოდან კი მეოთხე ნაკადის მიღება გამოცხადდა.

მისი თქმით, მეოთხე ნაკადშიც თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება, დაინტერესებულ პირებს კი მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ, ვებგვერდზე: vet.emis.ge

როგორც დეკანი აღნიშნავს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცნობისათვის, საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.

აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების მომზადება.

საქართველოში აღნიშნული
პროგრამის დასანერგად საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა
მიზნითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს
ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროსა და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის,
2020 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. განახლებადი
ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის
განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.

სტუ-ის სტატუსშეჩერებული და აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტთა საყურადღებოდ

თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობთ და ხართ სტატუსშეჩერებული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტი, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით გაეცნოთ 2024/2025 სასწავლო წლისთვის მოქმედ ინსტრუქციას:

სტატუსის აღდგენა და სწავლის გაგრძელება

2024/2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, სტატუსშეჩერებულმა ან/და აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებმა სტატუსის აღდგენის ან/და დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების მიზნით, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სახელზე. განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 2 სექტემბერი.

თუ თქვენ ხართ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტატუსშეჩერებული ან/და აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტი, განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 9 სექტემბერი.

აკადემიური დავალიანება

თუ თქვენი აკადემიური დავალიანება ბაკალავრიატში აღემატება 120 კრედიტს, ხოლო მაგისტრატურაში – 60 კრედიტს, დამატებით სემესტრში სწავლის გაგრძელების თაობაზე, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის რექტორს შიდა მობილობის ვადებში.

ფინანსური დავალიანება

თუ გაქვთ ფინანსური დავალიანება, გთხოვთ, განცხადებასთან ერთად წარმოადგინოთ ფინანსური დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს. 

როგორც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არსებული ურთულესი გამოწვევების დაძლევას განსაკუთრებული მიდგომები და მათ შორის, თეოლოგიის ჭრილში სიღრმისეული გააზრება სჭირდება. როგორც რექტორი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს და თეოლოგიურ კვლევებს 23 წელია სათავეში უდგას ფართო ერუდიციით, სიღრმისეული აზროვნებით, ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებით გამორჩეული მღვდელმთავარი, პროფესორი, მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით, თეოლოგიაში სამეცნიერო კვლევები და ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდა წარმატებით ხორციელდება. 

„თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში თავმოყრილი ურთულესი გამოწვევების დაძლევა ითხოვს განსაკუთრებულ მიდგომებს, მათ შორის, თეოლოგიის ჭრილში სიღრმისეულ გააზრებას. სწრაფად ცვალებად დროსა და დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სულიერება და მარადიული ღირებულებები, რაც პირდაპირ კავშირშია ნებისმიერი ქვეყნისა და ერის იდენტობის დაცვა-შენარჩუნებასთან. სწორედ აქ, უდიდესი როლი ენიჭება მართლმადიდებელ ეკლესიას, თეოლოგიაში სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდას და რელიგიის საკითხებისადმი განსაკუთრებული მიდგომების შემუშავებას.

აინშტაინი წერდა: „მეცნიერება, რომელიც რელიგიას არ ეფუძნება, ნდობას არ იმსახურებს“. რწმენა და ცოდნა ჭეშმარიტების ორი ფრთაა, რაც ჩვენმა მომავალმა თაობებმა ძირეულად უნდა შეიმეცნონ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლიდან მოქმედებს თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, სადაც წარმატებით ხორციელდება სამეცნიერო კვლევები. თეოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრს უკვე 23 წელია სათავეში უდგას ფართო ერუდიციით, სიღრმისეული აზროვნებით, ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებით გამორჩეული, ყველასათვის და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის ღრმად პატივსაცემი მღვდელმთავარი, პროფესორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე ანანია ჯაფარიძე.

სწორედ, მისი უდიდესი ძალისხმევით, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულით და ღრმა პასუხისმგებლობით, უნივერსიტეტში თეოლოგიური სწავლება და კვლევები სულ უფრო მეტად შეესაბამება ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას. ეთნიკურ-კომფესიური სიჭრელით ოდითგანვე გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს უნივერსიტეტში, სადაც ასევე მრავლად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და კომფესიის ახალგაზრდები, 23 წლის მანძილზე 50 000-ზე მეტი სტუდენტი დაეუფლა თეოლოგიის საფუძვლებს. მეუფე ანანია განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენს ყველა ახალგაზრდის მიმართ, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებასა. საგულისხმოა, რომ ცენტრის მუშაობაში სულ უფრო მეტად იკვეთება ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და დემოკრატიულ პრინციპებთან მის დაახლოებას უწყობს ხელს. მეუფე ანანიას უშუალო ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით, სწორედ ასეთ მიდგომებს ეთმობა დიდი ყურადღება სწავლებასა და იმ სამეცნიერო კვლევებში, რომლებსაც თეოლოგიის საუნივერსიტეტო ცენტრი ახორციელებს.

თეოლოგიური მეცნიერების განვითარების მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ მიმართულების სადოქტორო პროგრამის შექმნა და ახალგაზრდების ჩართვა სამეცნიერო კვლევებში. ცენტრის მკვლევრები და დოქტორანტები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებში, მუშაობენ მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების შექმნაზე. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ პროფესიონალად, არამედ მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქედ და საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამ საშვილიშვილო საქმეში დიდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის და პირადად მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წვლილი. 

ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სახელით, მოწიწებითა და პატივისცემით გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ანანიას ღვაწლის მიმართ და მას 75 წლის იუბილეს ვულოცავთ, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ქვეყნისა და უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 სექტემბრიდან – 18 სექტემბრის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი პირი ნაილი კაპანაძე, ტელ: 555 48 84 09, 032 295 10 47, 032 265 03 22.

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 20 სექტემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 20 სექტემბერს, სამეცნიერო საბჭოს მიერ თვალსაჩინო ადგილზე, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/   და https://gtu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება 2024 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს არაუგვიანეს 2024 წლის 27 სექტემბრისა.

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით 2/3-ით, ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში 2024 წლის 02 სექტემბრიდან 06 სექტემბრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (განცხადების ფორმა, გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/   

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ინსტიტუტის დირექტორი თანამდებობაზე აირჩევა 5 წლის ვადით.


ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ერთი და იმავე პირმა ზედიზედ შესაძლებელია დაიკავოს მხოლოდ ორჯერ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.ecohydmet.ge/)

ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) სამოქმედო გეგმა;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ,,ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დებულების“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა სამეცნიერო საბჭოში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 95%;
max-width: 1200px;
height: 95%;
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2024 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;

  • სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 10:00 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68); 

  • უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 7 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 14:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 9 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე; 

  • სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 11:00 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2024 წლის 7 სექტემბერს;

  • გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე ჩატარდება 2024 წლის 9 სექტემბერს, 10:00 საათიდან.

  • ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე 2024 წლის 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან.

  • გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი – ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 11 სექტემბერს.

  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე.

  • ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 13 სექტემბერს; 

საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2024 წლის 13 სექტემბერიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.

ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის

„სადაც უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ და ფოტოების გადაღება გიყვარს, ეს გზავნილი შენთვისაა“, – თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი, პროექტის – „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს მართავენ. 

ორგანიზატორები სამ გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს გამოავლენენ და სამივე ავტორს ფულადი პრიზით – 380 ლარით დააჯილდოებენ.

ფოტოამბის თემატიკა შეიძლება იყოს: სოციალური საკითხები, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და, ზოგადად, საზოგადოებრივი ამბები, რასაც ფოტოს ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

საკონკურსო პირობები:

  • საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას;
  • არ უნდა ატარებდეს პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს;
  • არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე მედიასაშუალებაში. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა გადაღებული ორიგინალური ფოტონამუშევარი, ტექსტთან ერთად (ფოტოთი გადმოცემული ამბის აღწერა), მიმდინარე წლის 23 აგვისტომდე, უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tavisupalia@gmail.com; მასალას დაურთონ საკონტაქტო ნომერი და მიუთითონ თავიანთი ასაკი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიღება შესაძლებელია ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით; ორგანიზატორები ოპერატიულად გამოგეხმაურებიან. 

პროექტს „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში თავისუფალი ასოციაციის ვებგვერდსა და სოციალურ გვერდებზე არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეოამბავია განთავსებული.

სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში GAIN-ის საზაფხულო სკოლა გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საზაფხულო სკოლის – „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – გახსნის ღონისძიება გაიმართა. 

საზაფხულო სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მკვლევრები პარტნიორი სამეცნიერო ორგანიზაციებიდან: პროფესორი ფრანსუა ბრემონი – ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (INRIA, საფრანგეთი), ფილიპ მიულერი და ბენედიკტ ვირთი – გერმანიის ხელოვნური ინტელექტის
 კვლევითი ცენტრი (DFKI); (DFKI, გერმანია), მინჰა ლი – ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), ასევე, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები. 

სტუ მათემატიკის ინსტიტუტი.png

საზაფხულო სკოლა ხორციელდება კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ეგიდით, 2023 წელს ინსტიტუტის მიერ მოპოვებული პრესტიჟული საერთაშორისო საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, GAIN-ის კოორდინატორის, გიორგი გიორგობიანის თქმით, პროექტი ევროპული ძალისხმევის სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას უზრუნველყოფს და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიაში – ხელოვნურ ინტელექტში (AI) მიღწევების გაუმჯობესებას. 

„საზაფხულო სკოლა, ჩვენი ორგანიზებით პირველად ტარდება. თუმცა, 2023 წელს, 4-8 სექტემბერს ჩვენ ვმონაწილეობდით პროექტ GAIN-ის პირველ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ჩატარდა INRIA-ში, სოფია ანტიპოლისში. ღონისძიება იყო INRIA-DFKI ხელოვნური ინტელექტის მე-3 ევროპული საზაფხულო სკოლის (IDESSAI 2023) ნაწილი. MICM წარმოდგენილი იყო 10 ახალგაზრდა მკვლევრით და პროექტის კოორდინატორით, 5 სექტემბერი კი, ქართველი პარტნიორების პრეზენტაციებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტებს შორის საზაფხულო სკოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციებზე დასწრების სურვილი გამოთქვეს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები. საზაფხულო სკოლის 26 მონაწილიდან 19 – სტუდენტია. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ხელმძღვანელობით, სადოქტორო ნაშრომისთვის კვლევებს სამი თვის მანძილზე, გერმანიასა და საფრანგეთში ჩაატარებს“, – აცხადებს გიორგი გიორგობიანი. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, ინსტიტუტის კოორდინაციით, მიმდინარეობს „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი – „ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში“ (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative), რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიების პარალელურად, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საზაფხულო სკოლის პროექტს ახორციელებს. 

„ჩვენი პარტნიორები არიან ევროპული კვლევების უპირობო ლიდერები – გერმანული DFKI-ი და ფრანგული INRIA, აგრეთვე, მაღალი ტექნოლოგიების კომპანია EXOLAUNCH (გერმანია). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ინტეგრირებისთვის იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან და მისი დაკავშირება ევროპის კვლევების და ინოვაციების საზოგადოებასთან. ამასთან ერთად, ჩვენი სტუდენტები და მეცნიერები კვლევებს გერმანელ და ფრანგ მეცნიერებთან თანამშრომლობით ატარებენ“, – აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია. 

საზაფხულო სკოლა – „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით” – სამი დღე გაგრძელდება. სტუდენტების წინაშე მოხსენებებით წარდგებიან უცხოელი მეცნიერები: ფრანსუა ბრემონი თემით – „კომპიუტერული ხედვა მოქმედების ამოცნობისთვის“, ფილიპ მიულერი – „AI-ზე დაფუძნებული მულტიმოდალური ურთიერთქმედების ანალიზი“, ბენედიკტ ვირთი – „სახის ამოცნობა ადამიანებში და DCNN-ები“ და მინჰა ლი – „ერთობლივი გონების აღქმის მორალური შედეგების შესწავლა“. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „იდეების კონკურსს“ აცხადებს

.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1000;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: absolute;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
padding: 0;
width: 90%;
max-width: 1200px; /* Increase max-width for a larger content area */
height: 90%;
max-height: 100%; /* Increase max-height for a larger content area */
background: #fff;
border-radius: 8px;
box-shadow: 0 4px 8px rgba(0,0,0,0.2);
overflow: hidden;
}
.close {
color: #000;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
padding: 10px;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #555;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%; /* Make the frame fill the modal content area */
border: none;
zoom: 100%; /* Adjust zoom level to fit content */
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის „იდეების კონკურსს“ აცხადებს. კონკურსი მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტიური ინტეგრაციისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის, უნივერსიტეტის მასშტაბით, პოტენციურად კონკურენტუნარიანი საპროექტო იდეების გენერირებას და მათ კონკურსის წესით შერჩევას.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სურვილია, „იდეების კონკურსში“ აკადემიური და სამეცნიერო წრეების რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს.

მოცემულ ეტაპზე სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს 2 ინოვაციურ იდეას, რომელიც სრულად მოერგება ევროპული ფონდების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მოთხოვნებს, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

მომდევნო ეტაპზე, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი აღნიშნული 2 იდეისთვის შეარჩევს შესაბამის უცხოურ საგრანტო პროგრამას და, იდეის ავტორთან უშუალო კოორდინაციით, უცხოურ ფონდში საგრანტო განაცხადის წარსადგენად აქტიურ მუშაობას დაიწყებს. 

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი „იდეების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებული,ა აღმოაჩინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში არსებული კვლევითი იდეები, ასევე, გაააქტიუროს ახალი იდეების გენერირების პროცესი.

იმ იდეების ავტორებს, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნული კონკურსის შესარჩევ ეტაპს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი მხარდაჭერას მომავალშიც გამოუცხადებს.


დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გადმოწერონ სააპლიკაციო ფორმა, შეავსონ და გადააგზავნონ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში, მისამართზე: Grantsoffice@gtu.ge.

იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სტუ-ის თანამშრომლებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილები:

Support

Why are you writing to us?