საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „იდეების კონკურსს“ აცხადებს
.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1000;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: absolute;
top: 50%;
left: 50%;
transform: translate(-50%, -50%);
padding: 0;
width: 90%;
max-width: 1200px; /* Increase max-width for a larger content area */
height: 90%;
max-height: 100%; /* Increase max-height for a larger content area */
background: #fff;
border-radius: 8px;
box-shadow: 0 4px 8px rgba(0,0,0,0.2);
overflow: hidden;
}
.close {
color: #000;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
padding: 10px;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #555;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%; /* Make the frame fill the modal content area */
border: none;
zoom: 100%; /* Adjust zoom level to fit content */
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის „იდეების კონკურსს“ აცხადებს. კონკურსი მიზნად ისახავს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში აქტიური ინტეგრაციისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციისთვის, უნივერსიტეტის მასშტაბით, პოტენციურად კონკურენტუნარიანი საპროექტო იდეების გენერირებას და მათ კონკურსის წესით შერჩევას.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სურვილია, „იდეების კონკურსში“ აკადემიური და სამეცნიერო წრეების რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჩაერთოს.
მოცემულ ეტაპზე სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს 2 ინოვაციურ იდეას, რომელიც სრულად მოერგება ევროპული ფონდების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მოთხოვნებს, მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
მომდევნო ეტაპზე, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი აღნიშნული 2 იდეისთვის შეარჩევს შესაბამის უცხოურ საგრანტო პროგრამას და, იდეის ავტორთან უშუალო კოორდინაციით, უცხოურ ფონდში საგრანტო განაცხადის წარსადგენად აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი „იდეების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ინიციატივა ორიენტირებული,ა აღმოაჩინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში არსებული კვლევითი იდეები, ასევე, გაააქტიუროს ახალი იდეების გენერირების პროცესი.
იმ იდეების ავტორებს, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნული კონკურსის შესარჩევ ეტაპს, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისი მხარდაჭერას მომავალშიც გამოუცხადებს.
დაინტერესებულმა მონაწილეებმა უნდა გადმოწერონ სააპლიკაციო ფორმა, შეავსონ და გადააგზავნონ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში, მისამართზე: Grantsoffice@gtu.ge.
იდეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სტუ-ის თანამშრომლებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი.
გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული ფაილები:
Related
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...