სტუ-ში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მოსამზადებელ პროგრამებზე მსმენელთა მიღება დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე, მეოთხე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო.
პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 21 აგვისტოდან დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი, 16 სექტემბერს დაიწყება.
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით) – 1. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემები); 2. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემები); 3. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერები და ღუმელები); 4. ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემები და თბური ტუმბოები) – მომზადდა დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორების მიერ.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, ლენა შატაკიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხივე პროგრამაზე სამმა ნაკადმა უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი, 21 აგვისტოდან კი მეოთხე ნაკადის მიღება გამოცხადდა.
მისი თქმით, მეოთხე ნაკადშიც თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება, დაინტერესებულ პირებს კი მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ონლაინ, ვებგვერდზე: vet.emis.ge
როგორც დეკანი აღნიშნავს, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცნობისათვის, საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.
აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი – „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების მომზადება.
საქართველოში აღნიშნული
პროგრამის დასანერგად საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა
მიზნითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს
ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროსა და „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის,
2020 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. განახლებადი
ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის
განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...