სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა
14 ივნისს, 15:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/06.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრის – ვასილ ღლიღვაშვილის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამოხსენება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, პროფესორი თამაზ ურთმელიძე;
4. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული ნაშრომის პლაგიატის არსებობაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე;
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ. კარლო კოპალიანი;
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;
7. სტუ-ის საკუთრებაში არსებული ფართის სსიპ ანტიკორუფციული ბიუროსათვის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;
8. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამიდან – „მშენებლობა“, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე – „სამოქალაქო ინჟინერია“, გადასვლის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სწავლის საფასურის შენარჩუნების შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;
9. მიმდინარე საკითხები.
Related
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....
Attention to Students Transferring to GTU Through Autumn External Mobility for the 2026–2027 Academic Year!
Please carefully read the information about vacancies and admission requirements for external mobility in the selected GTU program: https://students.emis.ge/VacancyInfo A...
Rector of GTU, Academician David Gurgenidze Congratulates Applicants on Becoming Students
Academician David Gurgenidze, Rector of Georgian Technical University, congratulates the university applicants who successfully passed the Unified National Examinations on...