“საიმედო ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარება”- საჯარო ლექციათა ციკლი გრძლდება
დეტალები:
25 ნოემბერს, 15:00 საათზე, ენერგეტიკის ფაკულტეტზე საჯარო ლექციების ციკლი – „ენერგეტიკული ოთხშაბათები ყველასათვის“ გრძელდება. ამჯერად, საჯარო ლექციის თემაა: „საიმედო ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარება: პრაქტიკული გამოცდილება ელექტროენერგიის გადაცემის დაგეგმვის, ელექტროქსელის მოდერნიზაციისა და ენერგოკომპანიების სტრატეგიული მართვის მიმართულებით”.
ლექციას წაიკითხავს რობერტ კრომველი – ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტი. მისი საქმიანობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სწრაფი ზრდა, ელექტროენერგიით მომარაგება და გადაცემა.
საჯარო ლექცია, რომელზე დასწრებაც თავისუფალია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ჩატარდება ენერგეტიკის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში.