„შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრის გაძლიერება: გადაწყვეტების სტრეს-ტესტირება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით“ – სემინარი სტუ-ში
დეტალები:
24 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე (GTU) გაიმართება სასწავლო სემინარი თემაზე: „შემოქმედებითი პრობლემის გადაჭრის გაძლიერება: გადაწყვეტების სტრეს-ტესტირება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით“ (Augmented Creative Problem Solving: Stress-Testing Solutions with Generative AI).
სემინარს გაუძღვებიან დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის (Keele University) მოწვეული ექსპერტები:
- დოქტორი კოლინ რიგბი (Dr. Colin Rigby)
- დოქტორი ემმა ბონფიგლიო (Dr. Emma Bonfiglio)
- დოქტორი გჰულამ სორვარი (Dr. Ghulam Sorwar)
ღონისძიება ორგანიზებულია ბრიტანეთის საბჭოს (British Council) მიერ დაფინანსებული ტრანსნაციონალური განათლების საძიებო გრანტის (TNE2025-2051) პროექტის ფარგლებში: „დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საწარმოზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური განათლების განვითარება: ავთენტური პედაგოგიკის დანერგვა კილის ბიზნეს სკოლაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“.
ძირითადი დეტალები:
- თარიღი: 24 ნოემბერი, 2026 წელი;
- ლოკაცია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
- პარტნიორები: British Council, Keele University, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), საქართველოს კვლევისა და ინოვაციებისა ინსტიტუტი (GIRI)
- სამუშაო ენა: ინგლისური